23 აპრ - 23 მაი
სერვის დესკის ოპერატორი
თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია „სოლვიტი“ 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება ეფუძნება, პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხიმგებლობას.
ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/
კომპანია „SOLVIT“ აცხადებს ვაკანსიას „ სერვის დესკის ოპერატორის„ პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნ.ბოხუას #4
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 3
ანაზღაურება: 1000 ლარი (ნეტი)

პირობები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერა

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
  • მომხმარებლებისგან/კლიენტებისგან შემოსულ, ელ-ფოსტაზე, პორტალზე, ზარებზე, მონიტორინგის სისტემაზე და სხვა საკომუნიკაციო არხებზე (ვაიბერი, ვოთსაპი, ტელეგრამი, თიმსი და ა.შ.) პასუხის გაცემა.
  • კომპანიის მომხმარებლებისგან, საჭიროებების/მოთხოვნების მიღება, მოთხოვნის იდენტიფიცირება/დაზუსტება და დროული რეაგირების მოხდენა.
  • შესასრულებელი სამუშაოს სწორი გადამისამართება შიდა გუნდის წევრებთან და სამუშაოს შემდგომი მონიტორინგი.
  • მომხმარებლების შენიშვნების და რეკომენდაციების, პრობლემური და საინფორმაციო შეტყობინებების აღრიცხვა.

მოთხოვნები:
  • სასურველია ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • MS Office აპლიკაციების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (B1/B2-დონე)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@solvit.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
ნახვები 191
უნიკალური ნახვები 182