29 აპრ - 29 მაი
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 1 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, IT მხარდაჭერის სპეციალისტის მიმართულებით.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალური შესაძლებლობა;
  • სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • უფასო კვება;
  • ტრენინგები;
  • Fit pass.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი და არსებული მომხმარებლებისათვის კომპიუტერული ტექნიკის, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამებისა და ელ-სერვისის მიწოდება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ახალშესყიდული და გარემონტებული კომპიუტერული და ორგ. ტექნიკის დაყენებასა და ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
  • სამოხმარებლო ქსელისთვის კაბელების გაყვანა-მონტაჟი, გაყვანილი კაბელის დოკუმენტირება და ქსელურ გამანაწილებლებთან მიერთება;
  • პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, მართვა და დიაგნოსტიკა;
  • VoIP ტელეფონების კონფიგურირება და დიაგნოსტიკა;
  • სამომხმარებლო პროგრამებში წარმოქმნილი პრობლებემის გაანალიზება და გადაჭრა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მინიმუმ ექვსთვიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე;
  • ოპერაციული სისტემების ცოდნა(MS Windows, MS Windows Server, UNIX-like OS), MS Active Directory;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), ინსტალაცია და მართვა;
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა, დიაგნოსტიკა და მომსახურება;
  • ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • ტერმინალების და სალარო აპარატების ცოდნა;
  • პრინტერების ცოდნა (ლაზერული, ჭავლური, თერმული, ბარ კოდის მბეჭდავი), ინსტალაცია, კონფიგურირება და დიაგნოსტიკა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • დეტალზე ორიენტირებულობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge ( სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება-(თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge )
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
ნახვები 170
უნიკალური ნახვები 161