13 მაი - 12 ივნ
საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავების თანამშრომელი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო "შერატონ ბათუმი“ აცხადებს არასეზონურ ვაკანსიას საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ზედმიწევნით დაიცვას სასტუმროს, დეპარტამენტისა და დაცვის უსაფრთხოების პოლიტიკა და პროცედურები, რათა უზრუნველყოს სუფთა და უსაფრთხო სამუშაო გარემო;
  • სასტუმროს სტანდარტული პროცედურების მიხედვით ოთახების დასუფთავება;
  • ჭუჭყიანი თეთრეულის, პირსახოცის, ხალათის გამოცვლა;
  • ნაგვის გატანა;
  • ხალიჩების მტვერსასრუტით გაწმენდა სტუმრის ოთახში, დერეფანში და ლიფტების წინ;
  • ნებისმიერი ხარვეზის, დანაკარგის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
  • ყველა ტექნიკისა და ელექტრო მოწყობილობის (მაგ. მაგიდის სანათები, ტელევიზორი, ნათურები, ჩამრთველები, კლიმატ-კონტროლი და ა.შ. ) შემოწმება, არის თუ არა მუშა მდგომარეობაში;
  • ნაპოვნი ნივთების ჩაბარება პროცედურის მიხედვით;
  • ინვენტარისა და ტექნიკის სუფთა და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;

საჭირო უნარები:
  • გუნდური მუშაობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • საიმედოობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ადგილების რაოდენობა: 3


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ia.bedinadze@sheraton.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 44