ძებნა
მომხმარებელი:
პაროლი:
შესვლა

სტივენ ჯობსი

სტივენ ჯობსი

ეფლის კომპიუტერული კორპორაციის თანადამფუძნებელი და პერსონალური კომპიუტერების ერის ქარიზმატული პიონერი სტივენ ჯობსი დაიბადა 1955 წლის 24 თებერვალს კალიფორნიაში.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველთვის დაინტერესებული იყო ინჟინერიით, მისი მისწრაფებები მუდამ იცვლებოდა ადრეულ წლებში.  1974 წელს მან სწავლა მიატოვა რიდის კოლეჯში, ორეგონის შტატში და მუშაობა დაიწყო ატარი კორპორეიშენში, როგორც ვიდეო თამაშების დიზაინერი და დააგროვა საკმარისი თანხა იმისათვის, რომ ემოგზაურა ინდოეთში და ზიარებოდა ბუდიზმს.

უკან დაბრუნების შემდეგ ჯობსი დაუკავშირდა სტივენ ვოზნიაკს, რომელთანაც სკოლის მეგობრობა აკავშირებდა და რომელიც მუშაობდა ჰიულეტ-პაკარდის კომპანიაში. როდესაც ვოზნიაკმა მას საკუთარი კომპიუტერის ლიგიკური მმართვის სისტემის დიზაინში პროგრესის შესახებ უამბო ჯობსმა შესთავაზა ერთად წამოეწყოთ ეს ბიზნესი, რომელიც განახორციელეს კიდეც მას შემდეგ, რაც ჰიულეტ პაკარდმა ფორმალურად უარყო ვოზნიაკის დიზაინი 1976 წელს. ეფლ I, როგოც უწოდეს თავიანთ პირველ ლოგიკურ ბორდს აწყობილი იქნა ჯობსის ოჯახის გარაჟში იმ ფულით, რომელიც აიღეს ჯობსის ფოლკცვაგენის მინიბუსისა და მაპროგრამირებელი კალკულატორის  გაყიდვის შემდეგ.

ჯობის პირველი კომპიუტერების მწარმოებელი იყო, რომელიც მიხვდა, რომ პერსონალური კომპიუტერი ფართო აუდიენციის ყურადგებას მიიქცევდა. მისი თვადაჯერულობის წყალობით ვოზნიაკმა დაამზადა ეფლი 2-ის მოდელი გაუმჯობესებული დიზაინით, კლავიატურითა და გლუვი პლასტიკური ქეისით. იმავე პერიოდში ჯობსი ხელმძღვანელობდა კომპანიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს. 1979 წელს ის წარუძღვა ეფლის ინჟინრების მცირე ჯგუფს და ტექნოლოგიიის დემონსტრირება მოაწყვეს ქსეროქსის კორპორაციის პალო ალტოს კლევით ცენტრში, რათა ეჩვენებინათ როგორ ამარტივებს კომპიუტერის ხმარებას გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი.

1984 ჯობსმა საზოგადოებას წარუდგინა ახალი ბიზნეს კომპიუტერი მაკინტოში, რომeლსაც თავად ”ავადმყოფურად დიდებული” უწოდა.

მალე ჯობსს პრობლემები შეექმნა კომპანიის დირექტორთა საბჭოსთან და 1985 წელს ეფლიდან წამოსვლის შემდეგ დააარსა საკუთარი კომპანია NeXT. ეს იყო კომპიუტერული განვითარების კომპანია სპეციალიზებული უმაღლესი განათლებასა და ბიზნეს ბაზრისთვის. რამდენიმე წელიწადში NeXT-ი შეიძინა ეფლის კომპანამ, რომელიც ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა და ჯობსი კვლავ დაბრუნდა თავის დაფუძნებულ კომპანიაში მმართველად. მან სწრაფად დაამყარა კავშირი ეფლის ყოფილ მტერთან მაიკროსოფტის კორპორაციასთან და გაამარტივა კომპანიის პროდუქციის ხაზი. მან აგრეთვე აწარმოა სარეკლამო კამპანია, რომელმაც მსგავს კამპანიებს შორის გაიმარჯვა. ჯობსის რეკლამა პოტენციურ მომხმარებლებს მოუწოდებდა ”ეფიქრათ განსხვავებულად” და შეეძინათ მაკინტოში.

 1989 წელს ჯობსი ლექციებს ატარებდა სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც ის შეხვდა ლორენ პაუელსს, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს. ისინი დაქორწინდნენ 1991 წელს და სამი შვილი ეყოლათ. იმავე წელს მოლაპარაკებებს აწარმოებდა უოლტ დისნეის კომპანიასთან, კონტრაქტის პირობები ითვალისწინებდა, რომ დისნეის უნდა გადაეხადა სამი კომპიუტერულ-ანიმაციური ფილმების პროდუქციის დანახარჯების ნახევარი, აგრეთვე მიიღებდა შემოსავლის ნახევარს, პლუს თითოეული ფილმის დისტრიბუციის საფასურს. 

1993 წელს NeXT-ის დაღმავლობის ხანაა, კრიზისის გამო ჯობსი იძულებული გახდა დაეხურა NeXT-ის ფაბრიკა, გაენთავისუფლებია თანამშრომლების ნახევარი და შეეჩერებინა კომპიუტერების გამოშვება, სანაცვლოდ მთელი ყურადღება გადაიტანა კომპიუტერული პროგრამების წარმოებაზე. ეს პროგრამები თავიანთი სიმარტივის გამო საშუალებას აძლევდა უბრალო მომხმარებელსაც კი თავად შეექმნა სასურველი პროგრამა და ემუშავა NeXT-თან. 
1995 წელი წარმატებული აღმოჩნდა ჯობსისათვის. პირველად, NeXT-მა მოიტანა მოგება. ჯობსმა და მისმა მთავარმა მეტოქემ ბილ გეითსმა კონტრაქტს მოაწერეს ხელი NeXT -ისა და მაიკროსოფტის თანამშრომლობაზე, რომელიც ითვალისწინებდა ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას Windows NT-ისათვის. 1995 წელს გამოვიდა მულტიპლიკაციური ფილმი, რომელმაც დიდი  წარმატება და 360 მილიონის დოლარის მოგება მოიტანა მსოფლიო მასშტაბით. იმავე წელს ჯობსმა 60 მილიონის ინვესტიცია ჩადო Pixar-ში და სახალხო ინიციატივით გამოვიდა კომპანიის აქციები გაეყიდა 39 დოლარად. იგი ფლობდა 80 მილიონის აქციებს და შესაბამისად სულ მალე მილიარდერი გახდა. 1995 წლის დეკემბერში ეფლმა იყიდა NeXT-ი 400 მილიონ დოლარად.

სტივენ ჯობსი მუდამ ინოვაციური იდეებით გამოდიოდა, რომელიც საზოგადოებაში და კომპიუტერულ ბაზარზე აღფრთოვანებას იმსახურებდა. ასეთი იყო iMac, რომელიც 1998 წელს წარმოადგინა ჯობსმა. ეს იყო კვერცხის ფორმის კომპიუტერი, რომელსაც მაღალი სისწრაფის პროცესორი და შედარებით მოკრძალებული ფასი ჰქონდა, ამ ხაზმა დაამკვიდრა კომპიუტერების მაღალი მოდის ტენდენცია. წლის ბოლოსათვის iMac-ი ქვეყანაში ყველაზე მაღალგაყიდვადი პერსონალური კომპიუტერი იყო. ამის შემდეგ ეფლმა გამოუშვა მრავალი წარმატებული პროდუქტი მათ შორის iBook, ლეპტოპი სტუდენტებისათვის,  G4 და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეფლმა ვერ დაიბრუნა ის დომინანტობა კომპიუტერულ ინდუსტრიაში, რაც მანამდე გააჩნდა,  სტივ ჯობსმა გადაარჩინა თავისი კომპანია და კვლავ აღიდგინა მაღალი ტექნოლოგიების ბაზარზე დიდი ხელოვანისა და იდეალისტის  რეპუტაცია.

2001 წელს ჯობსმა გახსნა ეფლის საცალო პროდუქციის მაღაზიების ქსელი, სადაც მომხმარებლები ადგილზე ამოწმებენ კომპიუტერებს, აწყობენ მულტიმედია შოუებს, თავაზიანი გამყიდველები კი მზად არიან დახმარება გაუწიონ მომხმარებლებს. ეს დიდი რისკი იყო, მაგრამ იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ თუკი მომხმარებლებს ექნებოდათ შესაძლებლობა თავად გამოეცადათ ეფლის საგნები, ისინი ჩათვლიდნენ, რომ ღირს იმ მაღალ ფასად მათი ყიდავ, რაც ადევს მათ. 2001 წელს ეფლმა გამოუშვა ახალი პროდუქტი უფრო ფართო საზოგადოებისთვის, ეს იყო iPod-ი. მან თავისი მიმზიდველი გარეგნობითა და დიდი შესაძლებლობებით მალე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და დღეს ის მსოფლიოს წამყვანი პორტატული მუსკიალური ფლეიერია.

სტივენ ჯობსი საკმაოდ არაორდინალურ პიროვნებად ითვლება მსოფლიოს ინდუსტრიულ სივრცეში. ბევრს საუბრობენ მის აგრესიულ და მომთხოვნ ხასიათზე. მისი ციტატები და გამონათქვამები ყოველთვის იმსახურებს დიდი ინტერესსა და აღფრთოვანებას საზოგადოებაში. მათ შორის რამდენიმე ხალხმა სწრაფად აიტაცა: ”ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ დიდად გადაჭრბებულია”- განაცხადა მან ერთ-ერთ პრესკომფერენციაზე.

” დიდი საქმეები ბიზნესში არ კეთდება ერთი პიროვნების მიერ, მათ ადამიანთა ჯგუფი აკეთებს.” სწორედ ამ დევიზით ხელმძღვანელობდა სტივენ ჯობსი, როდესაც კომპიუტერულ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს აყალიბებდა.

2007 წელს Fortune Magazine-მა სტივენ ჯობსი ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად დაასახელა.