07 მაი - 06 ივნ
დასუფთავების სამსახურის დამხმარე
თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • 800
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სამსახურის დამხმარეს (Housekeeper Runner) პოზიციაზე (დასუფთავების დეპარტამენტში):

სამუშაო ადგილი-თბილისი (სასტუმრო "City Avenue"- მის: აღმაშენებლის გამზირი # 140 ბ, სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის გამზირი # 24)

ანაზღაურება: 800 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული (5/2ზე გრაფიკი - 09:00-დან 18:00 საათამდე)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები
  • როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრობლემის დროულად აღმოჩენისა და სწრაფად რეაგირების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმრო ნომრებში სტუმრის საწოლის შეერთება/განცალკევება;
  • სასტუმრო ნომრებში დამატებითი საწოლის ატანა/ჩამოტანა;
  • სასტუმროს ნომრების სარეცხის და უნიფორმების სამრეცხაოში გაგზავნა და მიღება;
  • ფარდების ჩამოხსნა/დაკიდება;
  • ვიტრაჟებისა და ფანჯრების ჩამორეცხვა;
  • მცენარეების მორწყვა;
  • ხალიჩების მორეცხვა;
  • ოთახების შემოწმება;
  • მარაგების დათვლა;
  • დეზობარიერების შევსება;
  • პერიოდულად სასტუმროს შენობის სისუფთავის ინსპექტირება;
  • ნაგვის გატანა;
  • წყლების დასაწყობება;
  • მის კომპეტენციასთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითონ ვაკანსიის დასახელება "სასტუმროს დიასახლისის დამხმარე (Housekeeper Runner)"
"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.Cityhotels.ge
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 55
უნიკალური ნახვები 40