07 მაი - 06 ივნ
ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 12 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • უფასო კვება;
  • Fit pass.

ფუნქცია- მოვალეობები:
  • ბუღალტერიაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და პერიოდების მიხედვით დახარისხება;
  • საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
  • სალაროს ოპერაციების დამუშავება;
  • დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • სავალდებულია ბუღალტრად მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია - ჰქონდეს ACCA I დონე ან/და იყოს ACCA-ის სტუდენტი;
  • სასურველია - ბალანსი ან/და 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება-(თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge )

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 120
უნიკალური ნახვები 110