08 მაი - 07 ივნ
უფროსი მოლარე
თბილისი, თემქა
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • 1150 - 1400
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", თემქის და ქუთაისის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას N21, თემქა, ისააკიანის #1
სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1150-1400 ლარი

უფროსი მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
  • იურიდიული პირებისათვის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
  • მოლარის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
  • სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაყიდვები
მოლარე
ნახვები 150
უნიკალური ნახვები 140