08 მაი - 07 ივნ
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
ქუთაისი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი «კოტონი» გაძლევთ შესაძლებლობას შემოუერთდეთ მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდს.
გიწვევთ მოტივირებულ, მონდომებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.
ლოკაციები: პეკინი, თბილისი მოლი, მერანი მოლი, ისთ ფოინთ, ქუთაისი და ასევე ბათუმი.

ცოდნა,უნარები, შესაძლებლობები:
  • მსგავს ინდუსტრიაში 6 თვემდე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • სამუშაო ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა;
  • დატვირთულ, აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური, თავაზიანი, დეტალებზე ორიენტირებული.

ფუნქცია,მოვალეობები:
  • სამუშაო სექციის მომზადება და მის საოპერაციო გამართულობაზე ზრუნვა;
  • ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურის ცოდნა;
  • მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა სასურველი მოდელის არჩევაში, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • მომხმარებლის თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათ სასიამოვნო შოპინგზე ზრუნვა;

გრაფიკი:
  • ცვლებში: 10:00-18:00 სთ
  • 14:00-22:00 სთ

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.KOTON@gmail.com
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ სასურველი ფილიალი და ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

«კოტონი» შესახებ:
მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი «კოტონი» 1988 წელს დაარსდა თურქეთში. პირველი მაღაზიის, რომელიც სულ რაღაც 25 კვ.მ იყო, გახსნის შემდეგ - დაუღალავი შრომის, სწორი სტრატეგიისა და დიდი ოცნების ასრულების გზაზე - კომპანიამ უმოკლეს დროში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. დღეის მონაცემით კოტონის 500-ზე მეტ მაღაზიას შევხვდებით მსოფლიოს 30 ქვეყანაში. მსოფლიოს მასშტაბით 11,000-ზე მეტი ადამიანი ერთიანდება «კოტონის» გუნდში, რომლებთაგან ტრენდური კოლექციების ავტორი 220 დიზაინერია.
რამდენადაც მრავალფეროვანია ჩვენი კოლექციები და განკუთვნილია ყველა ასაკობრივი თუ ცხოვრების სტილის მქონე ადამიანისთვის, ამდენადვე დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს «კოტონი» თავის თანამშრომლებს.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 380
უნიკალური ნახვები 363