08 მაი - 07 ივნ
სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სადისტრიბუციო კომპანია შპს „დ&ლ სერვისი“ 2008 წლიდან ფუნციონირებს საქართველოს ბაზარზე და არის ისეთი პოპულარული ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი, როგორიცაა: Zewa, White Glo, Lole’s, Ichnya, Lorado, Kenton, Herlits და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.dls.ge

შპს „დ&ლ სერვისი“
აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენელის (პრისეილერის) პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული ბონუსი

საჭირო კვალიფიკაცია:
  • მართვის მოწმობა B კატეგორია აუცილებელია;
  • სასურველია MS office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მათემატიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
  • სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
  • სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.

გთავაზობთ
  • ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივ მხარდაჭერას;
  • სტაბილურ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: career@dls.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
სავაჭრო წარმომადგენელი,
პრისელერი
ნახვები 122
უნიკალური ნახვები 117