16 მაი - 15 ივნ
სტანდარტი
IT სპეციალისტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
- სრული განაკვეთი
- 1500
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@redco.ge
კომპანია „რედ-კო“ კომპლექს „ახალ გუდაურში“ აცხადებს IT სპეციალისტის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: IT სპეციალისტი გუდაურში
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- პოზიციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- ყველა კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროგრამების დაყენებას, ქსელის მოწყობას, სერვერების გამართულ მუშაობას, შიდა მეილების გაწერას და სხვა;
- ინტერნეტის და სისტემის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
- პრობლემის დასადგენად შესაბამისი ანალიზის გაკეთება და რეაგირება;
- კომპიუტერული ტექნიკის ინსტალაცია, პრობლემის პრევენცია და აღმოფხვრა;
- სტრატეგიის განსაზღვრა, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით;
- კომპანიისთვის ქსელის და პროგრამების უკეთ მუშაობისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი ინსტალაცია და კონფიგურაცია;
- მუდმივად აკონტროლოს თავდაცვის/უსაფრთხოების სისტემების, მოქმედება, ვადა და მუშაობის ხარისხი;
- დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ქსელის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სისტემური პრობლემა;
- უზრუნველყოს ტელეფონის ქსელის გამართული მუშაობა;
- ბიზნეს აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის სამსახურეობრივ მოვალეობებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ანალოგიური მიმართულებით.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვა, როგორც სტუმრების ასევე ორგანიზაციის შესახებ;
- კეთილგანწყობილი სტუმრების და პერსონალის მიმართ.
დამატებითი ინფორმაცია:
- კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებლით.
დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@redco.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
ნახვები 246
უნიკალური ნახვები 234