10 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
ქსელის განვითარების მენეჯერი
თბილისი
MANDARINA
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
wegroup-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების ბაზარზე, მაღაზიების ქსელებით MANDARINA და REDBERRY. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად
ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.

MANDARINA აცხადებს შერჩევას ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის N129.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზრის მუდმივი ანალიზი, კონკურენტებისა და პროდუქტების კვლევა, სიახლეების ინიციირება და თანხმობის შემთხვევაში დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ფილიალების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული ახალი პროექტების ინიციირება;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად სიახლეების დანერგვაში მონაწილეობა;
  • ვიზუალური მერჩენდაიზინგი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შექმნა და შესრულების მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობისა და მათი მოვალეობების შესრულების შეფასება, მართვა და კოორდინაცია;
  • პერიოდული ვიზიტი ფილიალებში;
  • ფილიალების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებაში არსებული ფილიალების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შეკვეთის, რეალიზაციის კონტროლი და შეფასება;
  • მომსახურების ხარისხისა და არსებული სტანდარტების კონტროლი და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა;
  • ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი რეგულარულად და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლეს განათლებას ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
  • რითეილში მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდის ეფექტური მართვის უნარი (დავალებების მიცემა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, მართვა, კონტროლი, კოორდინირება, მოტივაცია);
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://form.jotform.com/233600887364461 და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.

კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.

გისურვებთ წარმატებებს!
სხვა
ბიზნეს ადმინისტრირება
ნახვები 73
უნიკალური ნახვები 73