07 მაი - 06 ივნ
სტანდარტი
დაცვის სამსახურის სპეციალისტი
თბილისის შემოგარენი, კოჯორი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ველნეს კურორტი „ბიოლი“, რომელიც მდებარეობს კოჯორში აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო სტუმრებისა და თანამშრომელთათვის.
  • მოახდინოს შენობის რეგულარული პატრულირება და გააკეთოს ყოველდღიური მოხსენებები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.
  • მოახდინოს გასაღებების მიღება-გაცემისა და დალუქული გასაღებების კონტროლი.
  • ზედამხედველობა გაუწიოს სახანძრო, ვიდეოსამეთვალყურეო, განგაშის სისტემებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობების გამართულად ფუნქციონირებას.
  • ზედმიწევნით დაიცვას დაცვის სამსახურის შინაგანაწესი და უზრუნველყოს თანამშრომელთა მხრიდან თვითოეული სამუშაო პროცედურის სწორად შესრულება.
  • მოახდინოს სტუმართა კონტროლი და უზრუნველყოს არასასურველი სტუმრების შენობიდან დროული გაყვანა.
  • აღმოაჩინოს საფრთხისშემცველი გარემოებები და უზრუნველყოს ყოველგვარი რისკების დროული აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
უნარ–ჩვევები:
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@bioli.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დაცვის სამსახურის სპეციალისტი.
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი),
მაღაზიის/ობიექტის დაცვა
ნახვები 105
უნიკალური ნახვები 98