14 მაი - დღეს
სტარტი
სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი
გორის მუნიციპალიტეტი, გორი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს დროებით ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე გორში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • დაზღვეულთა დეტალური კონსულტირება;
  • კლიენტების არსებული მოთხოვნებისა და პასუხების რეგისტრაცია და პროგრამული ასახვა;
  • დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა;
  • სადაზღვევო ანაზღაურებაზე დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება და თანხის გაცემა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭება მედიცინის ფაკულტეტს);
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • უპირატესობად ჩაითვლება სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი - გორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 2 ივნისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 268
უნიკალური ნახვები 256