15 მაი - 14 ივნ
დიასახლისი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595571766
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე!

სასტუმრო "Green Palace Kutaisi" მდებარეობს ძველი ქუთაისის შუაგულში, რომელიც წარმოდგენილია 26 სტანდარტული და 4 პრემიუმ კლასის ნომრით, ბარ-რესტორანითა და ღია ტერასით.

მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვაჟა-ფშაველა, N5-7.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი".
სამუშაო დრო: სტანდარტული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროს ნომრებისა და შიდა სივრცეების დალაგება-დასუფთავება;
  • დასუფთავებასთან დაკავშირებული დაგეგმილი დავალებების შესრულება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
  • ჩაბარებული და სასტუმროში არსებული ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • ჩაბარებული აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა;
  • სასტუმროს თეთრეულის აღრიცხვა, სამრეცხაოში გაგზავნა-მიღება;
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და დახმარების გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დიასახლისი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში გამოცდილებას;
  • სასტუმროს ბიზნესისა და მისი სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: greenpalacekutaisi@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 595571766/ +995 599713227.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი" გისურვებთ წარმატებას
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 73
უნიკალური ნახვები 72