17 მაი - 16 ივნ
საოპერაციოს უფროსი ექთანი
თბილისი, თემქა
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
მისამართი:

კლინიკა ჯერარს“-ში ცხადდება ვაკანსია საოპერაციოს უფროსი ექთნის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი. კლინიკა „ჯერარსი“ (მუხიანის ქ., 2ა)

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
  • სავალდებულოა საოპერაციო განყოფილებაში ექთნის ან უფროსი ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა


ფუქცია-მოვალეობები:

  • საოპერაციო დარბაზის, ქირურგიულ ინსტრუმენტების, თეთრეულის ნაკრების, მასალის და აღჭურვილობის მომზადება ოპერაციისთვის;
  • პაციენტის დროული ტრანსპორტირების, ასევე ქირურგიული ჯგუფის გადაადგილების კონტროლი საოპერაციო განყოფილებაში, სტერილობის ზონების შესაბამისად;
  • საოპერაციო დარბაზში მყოფი ყველა პერსონალის მიერ ასეპტიკიისა და ანტისეპტიკის წესების დაცვის კონტროლი;
  • საჭიროებისას ქირურგიულ ოპერაციებში მონაწილეობა, ქირურგიული ჯგუფის წევრების უზრუნველყოფა საჭირო იარაღებით, მასალებით და აღჭურვილობით;
  • ოპერაციის დროს პაციენტისგან აღებული ბიოლოგიური მასალის შენახვის წესებზე და დროულად გაგზავნაზე მეთვალყურეობა და კონტროლი;
  • გამოყენებული ინსტრუმენტების, სახარჯი მასალების, მედიკამენტებისა და სხვა აღჭურვილობის რაოდენობრივი აღრიცხვა;
  • გამოყენებული ინსტრუმენტების, მასალების და აღჭურვილობის პირველადი დეზინფექციის კონტროლი;
  • სტერილიზაციის ვადების კონტროლი;
  • სახარჯი მასალის შევსება;
  • სამედიცინო ჩანაწერების წარმოება და კონტროლი;
  • სამედიცინო ნარჩენების შეგროვება-გატანის კონტროლი;
  • მედიკამენტების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და ხარჯვის კონტროლი;
  • საოპერაციო ოთახში სანიტარიული და ჰიგიენური რეჟიმის დაცვის მონიტორინგი.


ზოგადი უნარები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jerarsi.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციოს უფროსი ექთანი".


გმადლობთ, დაინტერესებისათვის. გისურვებთ წარმატებას!


სამედიცინო
მედდა
ნახვები 48
უნიკალური ნახვები 48