17 მაი - 16 ივნ
სტანდარტი
ელ.კომერციის გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 2500
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ქართული,რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია AACC საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში ოპერირებადი ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი კომპანიისთვის, ახალ თანამშრომელს ეძებს E-commerce დეპარტამენტში, ელ.კომერციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც უშუალოდ დაექვემდებარება E-commerce დეპარტამენტის ხელმძღვანელს. თუ აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს თქვენი ინტერესის სფეროს გეძლევათ შესაძლებლობა შეუერთდეთ საინტერესო და არაჩვეულებრივ გუნდს და შეასრულოთ გადამწყვეტი როლი კომპანიის e-commerce მიმართულების ზრდასა და წარმატებაში.

თქვენი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
  • ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი;
  • მომწოდებლებთან შეხვედრების დაორგანიზება;
  • შესყიდვების დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია აქციების, ფასებისა და პროდუქციის შესახებ;
  • გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება;
  • პროდუქციის მარაგების კონტროლი;
  • კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • ყოველდღიური, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების მომზადება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
  • სავალდებულოა E-commerce სპეციფიკის ცოდნა;
  • სავალდებულოა ონლაინ გაყიდვების სფეროში პრაქტიკის/მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის/ეკონომიკის/მარკეტინგის მიმართულებით
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა;
  • სასურველია 1C - ERP სისტემის ცოდნა.

იმისთვის, რომ შეუერთდეთ გუნდს მნიშვნელოვანია იყოთ:
  • პასუხისმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;

გთავაზობთ:
  • ფიქსირებული ანაზღაურებას 1500-დან 2500 ლარის ფარგლებში (გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
  • მე-13 ხელფასი;
  • Fitpass;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მზარდ შრომით ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილის მისამართზე:
vacancy@aacc.ge და სათაურში მიუთითეთ: “ელ-კომერციის გაყიდვების მენეჯერი”.
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 262
უნიკალური ნახვები 250