საქონლის მიმღები ვარკეთილში

თარიღები: 24 მარ - 22 აპრ
მდებარეობა: თბილისი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: recruitment-geo@mafcarrefour.com
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  მარაგების მართვა საწყობი

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო მოხარულია გამოაცხადოს დროებითი ვაკანსია საქონლის მიმღების პოზიციაზე (ვარკეთილი) .

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო წინასააღდგომო პერიოდში, გთავაზობთ დასაქმების შესაძლებლობას და აცხადებს დროებითი ვაკანსიას დამხმარე საქონლის მიმღების პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
  • პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სტანდარტების დაცვით მუშაობა.

 

მოთხოვნები:

 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com  არა უგვიანეს 2018  წლის 5 აპრილისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

დროებითი საქონლის მიმღები (ვარკეთილში)“,  წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
მომმარაგებელი

ბი-ემ-სი გორგია


10 აპრ - 23 აპრ

მომმარაგებელი მცხეთაში

ქართული ეზო


29 მარ - 27 აპრ

მტვირთავი საწყობში

პეანი


18 აპრ - 17 მაის

ამწყობი/მუშა

JYSK


26 მარ - 24 აპრ

დამხმარე მუშა

ჯეოპეკი


13 აპრ - 12 მაის

დამხმარე მუშა საწყობში

იმერი


20 აპრ - 19 მაის

დამხმარე მუშა ქუთაისში

Georgian Huashun International Industrial Investme


13 აპრ - 01 მაის