კონსულტანტი თევზისა და ზღვის პროდუქტების სექციაში

თარიღები: 24 მარ - 22 აპრ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: recruitment-geo@mafcarrefour.com
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ქალაქ თბილისში  წინა საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით  მოხარულია გამოაცხადოს დროებითი ვაკანსიები კონსულტანტის პოზიციებზე თევზისა და ზღვის პროდუქტების სექციაში.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს დროებით ვაკანსიებს კონსულტანტის პოზიციებზე თევზისა და ზღვის პროდუქტების სექციაში.

ძირითდი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • სხვადასხვა სახეობის თევზის დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათვსებლად მომზადება;
  • თევზისგან სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის მომზადება;
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
  • დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი;
  • დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის  განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით დაცვით.
  • მზადყოფნა იმუშაოს დაბალი ტემპერატურის პირობებში.

მოთხოვნები:

  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი; 
  • თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com  

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „დროებითი კონსულტანტი თევზისა და ზღვის პროდუქტების სექციაში“,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Brand Ambassador/Consultant

HRRA


19 აპრ - 04 მაის

English/German/Russian speaking sales Representative

Pro Finca


02 აპრ - 01 მაის

English/Germany/Russian speaking Sales Executive

VIP Financial


03 აპრ - 02 მაის

Marketing Consultant/Call-Center Operator

BAIKAL


11 აპრ - 25 აპრ

Sale Representative/Sale Consultant

S.C.W Structures


02 აპრ - 01 მაის

Sales Assistant in Batumi

მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი კოტონი


10 აპრ - 08 მაის

Sales Assistant In Kutaisi

მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი კოტონი


10 აპრ - 24 აპრ