მოკლევადიანი 3 თვიანი კურსი- მიკროელექტრონიკა

თარიღები: 26 მარ - 24 აპრ
მდებარეობა: თბილისი
ტელეფონი: +995 599 649 900
ინჟინერია:  ელექტროინჟინერია ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

ელექტრონიკის საფუძვლები

სარეგისტრაციო ბმული  https://goo.gl/ievFF5

მოკლევადიანი 3 თვიანი კურსი მოიცავს ელექტრონიკის საფუძვლებს და განკუთვნილია ელექტრონიკის შესწავლით დაინტერესებული მომავალი ინჟინრებისთვის. კურსი მისცემს საფუძველს ხარისხიანი ცოდნის მიღებაში საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით. შესაბამისად საბაზისო კურსის გავლის შემდგომ შესაძლებელი გახდება პროფესიული სწავლებისა და ხარისხის დაუფლება.

 

სასწავლო პროგრამის დანიშნულება :

  • მსმენელს გააცნოს და გაუღრმავოს ცოდნის სფერო ელექტრონიკასა და ციფრულ ტექნოლოგიებში. გააღვივოს და გაზარდოს მათი ინტერესი საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით. შეასწავლოს ელექტრონიკის ინჟინერიის პრინციპები, მეთოდები და საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება ელექტრონიკის წინაშე დასმული სხვადასხვა ამოცანის სქემოტექნიკური გადაწყვეტა.

 

სასწავლო პროგრამის მიზანია :

  • მსმენელს შეასწავლოს ზოგადი ელექტრონიკის საფუძვლები, ელ.კომპონენტები, გამზომი მოწყობილობების სახეობები, წრედების ანალიზი, სქემის ფიზიკური და ელექტრული მახასიათებლები, სამაკეტო დაფაზე მუშაობის დისციპლინა, ელ. კომპონენტების და სამაკეტო დაფების გამოყენებით ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება, უსაფრთხოების წესების გაცნობა, დაცვის მექანიზმები და მისი გათვალისწინება მუშაობის პროცესში.

 

თემატიკა:

  • ელექტრო დენი, წარმოქმნა, ძაბვა, სიხშირე, ინდუქცია;
  • ომის კანონი, კირგხოფის კანონი; ფარადეი; ჯოულ-ლენცის კანონი;
  • ელ. კომპონენტები: ტრანსფორმატორი, წინაღობა, კონდენსატორი, ნახევარ გამატარი, დიოდი, შუქდიოდი ტრანზისტორი,
  • პარალელური და მიმდევრობითი წრედები, დენის გამართვა, ფილტრაცია, ძაბვის სტაბილიზირება;
  • ელ. კომპონენტებთან მუშაობის პრინციპი.
  • ელ.კომპონენტების გამოყენებით მარტივი სქემების აგება.
  • პრინციპიალური სქემების წაკითხვა და შედგენა.

 

სწავლის მეთოდოლოგია:

  • სწავლის პროცესი მიმდინარეობს საინტერესო ფორმატში: თეორია პრაქტიკის თანხლებით, როგორც ლაბორატორიულ პრაქტიკულ სამუშაოებზე დაყრდნობით, ასევე ელექტრონული მასალებით, ვიდეო რგოლებით, საპრეზენტაციო ფაილების დახმარებით, სპეციალურად შედგენილი სახელმძღვანელოებით, სასწავლო მასალებით და საჭირო ინვერტარით, რათა მსმენელი უზრუნველყოფილი იყოს ყველა ხელშემწყობი პირობით, რაც სასწავლო პროცეს გახდის უფრო საინტერესოს, ადვილად ასათვისებელს და ხარისხიანს.

 

საბაზისო კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • ელ. კომპონენტების სახეობები და მათი მახასიათებლები;
  • ელ. კომპონენტებთან მუშაობის დისციპლინა;
  • სამაკეტო დაფაზე მუშაობის სპეციფიკა;
  • გამზომი მოწყობილობების სწორად გამოყენების წესები;
  • პრინციპიალური სქემების წაკითხვა და შედგენა.
  • ელ. კომპონენტების ბეჭდურ დაფაზე რჩილვა.
  • ელ.კომპონენტების გამოყენებით ელექტრონული მოწყობილობების შექმნა.
  • სატესტო დაფის პროექტირება
  • სატესტო დაფების შედგენა მიკროპროცესორების გამოყენებით.
  • პრინციპიალური სქემების შედგენა პროგრამა პროგრამა სიმულატორებში.
  • პრინციპიალურისქემის მიხედვით PCB ბეჭდური დაფების შედგენა/დახაზვა.
  • მიკროკონტროლერების დაფების პროგრამირება

 

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში 2 შეხვედრა, სულ 48 სთ;
მეცადინეობის ხანგრძლივობა 2 სთ.
სასწავლო კურსის ერთი თვის ღირებულება: – 150 ლარი

მისამართი: ღამბაშიძის № 3
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 599 649 900; +995 599 20 20 33

მსგავსი განცხადებები
“NEBOSH”-ის საერთაშორისო სერტიფიკატის ტრეინინგი შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვაში

RRC Training and Consultancy Georgia


05 აპრ - 25 აპრ

1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკულ კურსი

Rossoft Training Centre


11 აპრ - 09 მაის

Assistant Maintenance Coordinator

Carrefour Georgia


21 აპრ - 20 მაის

High-Paid Vacancies for Different Positions in QATAR

AR International


29 მარ - 26 აპრ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials (CompTIA A+ )

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


24 მარ - 22 აპრ

IT ინჟინერიის შემსწავლელი კურსი 150 ლარად 250 ლარის ნაცვლად

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი


12 აპრ - 11 მაის

IT ქსელის შემსწავლელი კურსი + პრაქტიკა

Next-IT Academy


12 აპრ - 10 მაის