კონსულტანტ-გამყიდველი ბათუმში

თარიღები: 26 მარ - 24 აპრ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: vacancy@clean-house.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 90 ფილიალით.

  

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

 

ამჟამად მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-გამყიდველის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში;

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;

 

მოთხოვნები:

 

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • მოტივირებული;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დამატებითი პირობები:

 

  • სამუშაო დრო განისაზღვრება თვეში 15 დღით (2 სამუშაო დღე, მომდევნო 2 დღე დასვენება).
  • ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასი 200 ლარი +  ბონუსური სისტემით 400 ლარამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge .   გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა “კონსულტანტი“ და ქალაქი „ბათუმი“,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV  არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს, შემდეგ მისამართზე: www.clean-house.ge
ვიცხოვროთ „სუფთა სახლში“!

 

„სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც „სუფთა სახლისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „სუფთა სახლში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

მსგავსი განცხადებები
Brand Ambassador/Consultant

HRRA


19 აპრ - 04 მაის

English/German/Russian speaking sales Representative

Pro Finca


02 აპრ - 01 მაის

English/Germany/Russian speaking Sales Executive

VIP Financial


03 აპრ - 02 მაის

Marketing Consultant/Call-Center Operator

BAIKAL


11 აპრ - 25 აპრ

Sale Representative/Sale Consultant

S.C.W Structures


02 აპრ - 01 მაის

Sales Assistant in Batumi

მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი კოტონი


10 აპრ - 08 მაის

Sales Assistant In Kutaisi

მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი კოტონი


10 აპრ - 24 აპრ