კატეგორიების მართვის დეპარტამენტის უფროსი

თარიღები: 26 მარ - 24 აპრ
მდებარეობა: თბილისი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 10 წელზე მეტი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@altaok.ge
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი სხვა:  ბიზნეს ადმინისტრირება შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) შესყიდვების მენეჯერი მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი

შპს „ალტაოქეი“ აერთიანებს შპს „ალტას“ (დაარსებული 1998 წელს) და შპს „ოქეის“ (დაარსებული 2007 წელს). კომპანიის საცალო ქსელი წარმოდგენილია 12 სავაჭრო ობიექტით, მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. დღესდღეობით კომპანია ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორიცაა: Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Whirlpool, Indesit, Ariston, და ა.შ

 „ალტაოქეი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ბაზრის პერიოდული კვლევა და ანალიზი;
  • თითოეულ კატეგორიაში პროდუქციის მატრიცის განსაზღვრა;
  • გაყიდვებისა და მარაგების გეგმების, მათ შორის შეკვეთების განთავსების ფორმირება და მონიტორინგი;
  • დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტირების პროცესის მართვა;
  • გლობალურ ბაზარზე, მაღალი პოტენციალის მქონე, ახალი პროდუქტების მოძიება, მომწოდებლებთან ურთიერთობა, მათ შორის სახელშეკრულებო პირობების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით;
  • წინასწარი ფორკასტის განსაზღვრა პროდუქტების და კატეგორიების მიხედვით;
  • პროდუქტების შესყიდვის პროცესის სრული კურირება;
  • კატეგორიის მენეჯერების მართვა, საქმიანობის შეფასება და მათგან მიღებული ანგარიშების ანალიზი;
  • საცალო და სააქციო ფასების დადგენა კომპანიის სტრატეგიის ან საბაზრო სიტუაციიდან გამომდინარე; 
  • ინტენსიური თანამშრომლობა გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტებთან დაგეგმვისა და ბიუჯეტირების, მარკეტინგული აქტივობებისა და გაყიდვების კუთხით;
  • რეპორტის პერმანენტული მომზადება და დირექტორთან წარდგენა.

 

საკვალიფიაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება(MBA) სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების და/ან მარკეტინგის მიმართულებით (MBA);
  • მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 5 წელი გუნდის მართვის, მენეჯერულ პოზიციაზე;
  • უპირატესობა მიენიჭებათ, საცალო სექტორში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების MS Office–ის ზედმიწევნით კარგად ფლობა.

 

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@altaok.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 24 აპრილი 2018 წ.

მსგავსი განცხადებები
Procurement Supervisor

Highbury Food and Beverage


20 აპრ - 03 მაის

Non-Georgian Manager Assistant

Financial Company


02 აპრ - 01 მაის

Procurement Manager

Carrefour Georgia


21 აპრ - 20 მაის

Procurement Manager

Carrefour Georgia


17 აპრ - 26 აპრ

Purchasing and Demand Planning Specialist

Company


23 აპრ - 22 მაის

გაყიდვების და ელექტრონული მარკეტინგის მენეჯერი

RS Line


05 აპრ - 04 მაის

გაყიდვების მენეჯერი

ინტერნეტ მედია ჯგუფი


10 აპრ - 09 მაის