რეცეფციონისტი

თარიღები: 26 მარ - 24 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 750
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr.iota.hr@gmail.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმღები (Front Office)

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის თანამდებობაზე.

 

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სატუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და  სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
  • სასტუმროს იოტას მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციიის დამყარება
  • გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიღება-განთავსების განყოფილების ხელმღვანელისათვის ინფორმაციის გადაცემა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სავალდებულოა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე თავისუფლად საუბარი (გასაუბრება წარიმართება აღნიშნულ უცხო ენებზე)
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო  გამოცდილება ანალოგურ პოზიციაზე
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • პრიორიტეტულია პროგრამა „ფინა“-ში მუშაობის გამოცდილება

 

პიროვნული თვისებები:

  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
  • პრეზენტაბელური გარეგნობა
  • მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

 


სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. 10.

 

ანაზღაურება - 750 ლარი.

გრაფიკი - 8 საათიანი ცვლა (5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iota.hr@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("რეცეფციონისტი"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

 

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს !

მსგავსი განცხადებები
Front Office Receptionist in Ganmuxuri

Pratap's Signature Hotel


17 აპრ - 15 მაის

Guest Relations Officer in Batumi

სასტუმრო ლეოგრანდი


26 მარ - 24 აპრ

Hostess

Radisson Blu Iveria Hotel


11 აპრ - 10 მაის

Hostess

რესტორანი DINEHALL


11 აპრ - 10 მაის

OTS Operator

Radisson Blu Iveria Hotel


05 აპრ - 03 მაის

Reservation Agent

Mercure Tbilisi Old Town


16 აპრ - 15 მაის

Reservation Manager in Ganmuxuri

Pratap's Signature Hotel


17 აპრ - 15 მაის