კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი თბილისში და რუსთავში

თარიღები: 28 მარ - 26 აპრ
მდებარეობა: თბილისი რუსთავი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: Hr@mogo.ge
საბანკო:  ბანკის კლიენტთა მომსახურება საბანკო(ზოგადი)

კომპანია „მოგო“, აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში და რუსთავში.  

 

„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Mogo Finance“ შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა მომსახურება;
  • კომპანიის პროდუქტების გაყიდვები;
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, დამუშავება და კომიტეტზე წარდგენა;
  • ავტო მანქანის შეფასება მისი ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალური დათვალიერების საფუძველზე;
  • საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია (ლოკაციის მიხედვით), რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!

 

მსგავსი განცხადებები
დისტანციური მომსახურების მენეჯერი - დღის ცვლა/ღამის ცვლა

თიბისი ბანკი


13 აპრ - 30 აპრ

კლიენტთა მომსახურების ოფიცერი ზესტაფონში

ფინკა ბანკი საქართველო


12 აპრ - 26 აპრ

კლიენტთა მომსახურების ოფიცერი საგარეჯოში

ფინკა ბანკი საქართველო


12 აპრ - 26 აპრ

კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი თელავში

მოგო


17 აპრ - 30 აპრ

მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერი

ლიბერთი ბანკი


11 აპრ - 24 აპრ

საინფორმაციო ოფიცერი ბათუმში

ვითიბი ბანკი ჯორჯია


19 აპრ - 02 მაის

სერვის კონსულტანტი/სტაჟიორი

ლიბერთი ბანკი


17 აპრ - 06 მაის