საინჟინრო ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მენეჯერი

თარიღები: 29 მარ - 27 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: tchokhonelidze@tbilvino.ge
ტელეფონი: +995599242264
ინჟინერია:  სისტემური პროცესების ინჟინერი მექანიკოს-ინჟინერი

სს „თბილღვინო“ აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს სტატუსი: სრული განაკვეთი

ასაკი: 25 წლის ასაკიდან   45 წლის ასაკამდე

გამოსაცდელი ვადა: 2 თვე

ვაკანსიის რაოდენობა: 1

ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე

გამოქვეყნების თარიღი: 28.03.2018 – 28.04.2018 -მდე.

 

ამ სტრუქტურული ერთეულის მიზნებია:

  • როგორც, საინჟინრო-ტექნიკურ   სისტემებში    არსებული     და     მოსალოდნელი     ხარვეზების     დროული    გამოვლენის უზრუნველყოფა, მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის და შეკეთებითი სამუშაოების მონიტორინგი,
  • მანქანა-დანადგარების ტექნიკური ბაზის წარმოება და მიმდინარე სარემონტო და სამეურნეო სამუშაოების მონიტორინგი. 

 

ამოცანები:

მიმდინარე პროცესში საინჟინრო-ტექნიკურ სისტემებში არსებული პრობლემების გამოვლენა; საინჟინრო-ტექნიკურ სისტემებში მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება; საინჟინრო-ტექნიკური სისტემების მონიტორინგის არხების და მიდგომების განვითარება.

 

ძირითადი სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • საინჟინრო ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მიზნით საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება. არსებული და მოსალოდნელი ხარვეზების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა;
  • არსებული შენობა-ნაგებობების, ავტო-ტრანსპორტის, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების და ელექტრო დანადგარების  მდგომარეობის შემოწმება მათ გაუმართაობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით;
  • საინჟინრო ტექნიკური კუთხით კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, მეურნეობებში, საამქროებში გეგმიური და დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელება უსაფრთხოების შემოწმების მიზნით, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის გადაგზავნა;
  • კომპანიის საინჟინრო ტექნიკურ სისტემებში მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირების მიზნით საჭირო წინასწარი კონტროლის სამუშაობის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ვიდეო კამერებისა და სიგნალიზაციის გამართული მუშაობის კონტროლი და პრობლემების აღმოფხვრა;
  • გათბობისა და კონდიცირების, ასევე სამაცივრე დანადგარების/სისტემების გამართულობის მონიტორინგი და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;
  • საინჟინრო ტექნიკური კუთხით ან შრომის უსაფრთხოების წესების გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში მყისიერი რეაგირების მოხდენა და წერილობითი ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის და შრომის უსაფრთხოების მენეჯერისათვის მოწოდება;
  • საინჟინრო ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მიდგომის განვითარების წინადადების ინიცირება ხელმძღვანელთან, რათა დროულად განხორციელდეს მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიცირება;
  • აღრიცხვის მრიცხველებიდან წყლის, ელექტრო ენერგიისა და გაზის ყოველდღიური მონიტორინგის წარმოება, აღებული მაჩვენებლების არღიცხვის ფორმაში შეტანა და შეუსაბამობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • კომპანიისათვის მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • მის სარგებლობაში არსებული რესურსების, ინვენტარის, ძირითადი საშუალებების სწორი ექსპლუატაცია და რაციონალური გამოყენება;
  • დიზელ გენერატორის მუშაობის კონტროლი, საწვავის მარაგის უზრუნველყოფა, ნამუშევარი საათების აღრიცხვა, დაწესებული ვადების მიხედვით პროფილაქტიკური და ტექნიკური მომსახურების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • რთველის პერიოდში ე.წ. რთველის რეჟიმში მუშაობა, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, როგორც თბილისის ქარხანაში, ასევე ყვარლის ქარხანაში;
  • სამუშაოების ორგანიზება და შესრულება ISO-ს სტანდარტების მოთხოვნების დაცვით;
  • შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების, კომპანიის შინაგანაწესის, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV / რეზიუმე 2018 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 28 აპრილამდე შემდეგ  ელ.ფოსტის მისამართზე:   tchokhonelidze@tbilvino.ge  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება წერილის  სათაურში, წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განხილული არ იქნება. საკონტაქტო პირი: ტურფა ჭოხონელიძე,  მობ. +995 599 24 22 64;  მის: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 2.032 2 65 33 82;

მსგავსი განცხადებები
ინჟინერ-მექანიკოსი წილკანში

Global Beer Georgia


30 მარ - 28 აპრ

ლიფტის ხელოსანი ბათუმში

NodisLift


16 აპრ - 14 მაის

მექანიკოსი/მექანიკოსის დამხმარე გორში

ქართული ღვინის სახლი


25 აპრ - 24 მაის

მთავარი ინჟინერი ხობში

კოლხა


29 მარ - 27 აპრ

მთავარი ინჟინერი ხობში

კოლხა


27 აპრ - 25 მაის

სანიტარული სისტემების ინჟინერი

Saxon Management Services


16 აპრ - 14 მაის

ტექნიკური გაყიდვების ინჟინერი

ელექტრონიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია


19 აპრ - 18 მაის