საინჟინრო-ტექნიკური  სიმძლავრების მართვის და განვითარების ხელმძღვანელი

თარიღები: 29 მარ - 27 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: tchokhonelidze@tbilvino.ge
ტელეფონი: +995 599 24 22 64
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სტრუქტურული ინჟინერია წარმოება/ოპერაციები:  წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა პროცესები ინჟინერია

სს „თბილღვინო“ აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო-ტექნიკური  სიმძლავრების მართვის და განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

  • სამუშაოს სტატუსი: სრული განაკვეთი
  • ასაკი: 25 წლის ასაკიდან   50 წლის ასაკამდე
  • გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
  • ვაკანსიის რაოდენობა: 1
  • ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე
  • გამოქვეყნების თარიღი:  --  28.03.2018  --  28 .04.2018-მდე.

 

ამ სტრუქტურული ერთეულის მიზნებია:

კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური სიმძლავრეების გამართული მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა 

 

ამოცანები:

  • საინჟინრო-ტექნიკური სიმძლავრეების გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
  • საინჟინრო ტექნიკური სისტემების გაუმართაობის რისკების/სააფრთხეების გამოვლენა და პრევენცია;
  • საინჟინრო ტექნიკური სიმძლავრეების განვითარების უზრუნველყოფა კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად.

 

ძირითადი სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური სიმძლავრეების გამართული მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საინჟინრო-ტექნიკური სიმძლავრეების გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული საფრთხეების და საინჟინრო-ტექნიკურ სიმძლავრეებში   წინასწარ გამოვლენილ პრობლემებზე დროული და ადექვატური  რეგირების     გზების დასახვა.
  • შესრულებული სამუშაოების და ექსპლუატაციის  ვადების მიხედვით დანადგარების პროფილაქტიკური სამუშაოების ზედამხედველობა;
  • გათბობის, კონდიცირებისა და სამაცივრე სისტემების გამართულობის უზრუნველყოფა და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;  
  • ვიდეო-მონიტორინგის სისტემებისა და სიგნალიზაციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და განვითარება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე; 
  • ,,თბილღვინო’’-ს მომსახურე კომპანიებთან (გაზი, ელ-ენერგია, და ა.შ. )მუდმივი კომუნიკაციისა და მომსახურების შეფერხებების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა, დანადგარების საჭირო ენერგიის   (საწვავი, ელ-ენერგია და ა.შ) წყაროების დროულად მიწოდების ზედამხედველობა;
  • ახალი დანადგარების და სხვა ტექნიკური დეტალების შეძენის საჭიროების გამოვლენა და დროული უზრუნველყოფა;
  • დანადგარების მონტაჟის უზრუნველყოფა, საჭიროებისას გარე სპეციალისტების მიერ დამონტაჟების სამუშაოების ორგანიზება და ამ პროცესებში მონაწილეობის მიღება და ზედამხედველობა; 
  • წვეთოვანი მორწყვის სისტემების  მოვლა-პატრონობისა და განვითარების სამუშაოების ორგანიზება დაზედამხედველობა ;   
  • კომპანიის ავტოპარკის გამართულობაზე ზედამხედველობა, პერიოდული შემოწმება, გამოვლენილ პრობლემებზე დროული რეაგირება; 
  • შრომის უსაფრთხოების და კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სხვა სტანდარტების შექმნაში უშუალო მონაწილეობის  მიღება, საკუთარი  და მიმართულების კომპეტენციის გამოყენება ამ პროცესში;
  • კომპანიაში დადგენილი შრომის უსაფრთხოების და სხვა სტანდრტების დაცვით სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურების, ინსტრუქციების შემუშავება და მათი პრაქტიკაში ამოქმედების უზრუნველყოფა-კონტროლი.
  •  კომპანიის რკინიგზის ჩიხის წესრიგში ყოფნის კონტროლი.
  • რთველის პერიოდში ე.წ. რთველის რეჟიმში მუშაობა, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, როგორც თბილისის ქარხანაში, ასევე  ყვარლის ღვინის ქარხანაში და საჭირობიდან გამომდინარე სხვა რეგიონებშიც.
  • საინჟინრო სამსახურის საორგანიზაციო დოკუმენტების (ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები და ა.შ) მომზადება და   წარმოება;
  • სამუშაოების ორგანიზება და შესრულება ISO მოთხოვნების დაცვით;
  • უსაფრთხოების ტენიკის დაცვა ISO-ს მოთხოვნების შესაბამისად.

 

პასუხისმგებლობები:

  • საინჟინრო-ტექნიკურ სისტემებში არსებული/მოსალოდნელი შეფერხებების დროულად გამოვლენაზე;
  • დაკისრებული ფუნქციების სრულად, სათანადო ხარისხით, დროულად შესრულებაზე;
  • ხელმძღვანელებისთვის ან სხვა ერთეულებისთვის ინფორმაციის დროულად, ზუსტად მიწოდებაზე;
  • კომპანიისთვის მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
  • მის განკარგულებაში ან სარგებლობაში არსებული რესურსების, ინვენტარის, ძირითადი საშუალებების სათანადო ექსპლუატაციაზე, სიფრთხილით მოპყრობაზე, რაციონალურ გამოყენებაზე;
  • დასახული მიზნის მისაღწევად წინასწარ დაგეგმილი, განსახორციელებელი აქტივობების ეფექტურ შესრულებაზე;
  • შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების, კომპანიის შინაგანაწესისა თუ საქართველოს კანონმდებლობის დაცვაზე;

 

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმალური განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება
  • პროფესია: ინჟინერი (უპირატესობა: მექანიკოსი / ელექტრიკოსი )
  • აღნიშნულ სფეროში ანალოგიურ თანამდებობაზე სამუშაო გამოცდილება:  3 წელი (სასურველია ღვინის /
  • სასმელების / კვების მრეწველობის სფეროში) და სხვა. 
  • მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება.
  • დაქვემდებარებული   პერსონალის    მართვის და დროის მართვის უნარი,  მათ მიერ   შესასრულებელ   სამუშაოებზე ზედამხედველობის, კონტროლის და შესრულებული  სამუშაოების დროული და სწორი  შეფასების ორგანიზებულობა და გამოცდილება .
  • პრობლემების მოგვარების, ანალიტიკური აზროვნების, დავალებების სწორად გადანაწილება, პრიორიტეტების სწორად დასახვა.
  • ნახაზების შესრულება, ნახაზებში, საინსტალაციო/ექსპლუატაციის/მომხმარებლის ინსტრუქციებში გარკვევის უნარი;
  • საქმიანი დოკუმენტების შედგენის გამოცდილება და უნარი, საქმისწარმოების წესების ზოგადი ცოდნა;
  • სასურველია: - ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, Outlook, IE და Google Chrome, AutoCAD, Corel, Photoshop;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა და სტაჟი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV / რეზიუმე 2018 წლის 28  აპრილამდე.    

შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე:   tchokhonelidze@tbilvino.ge  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება  

წერილის  სათაურში წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განხილული არ იქნება.

საკონტაქტო პირი: ტურფა ჭოხონელიძე მობ: +995 599 24 22 64

მის: ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის გამზ. 2.

tel: +995 32 2 65 33 82;

 

 

 

 

                                                                       

მსგავსი განცხადებები
საწარმოო ტექნიკური განყოფილების ინჟინერი

შაჰარტ ჯორჯია


03 აპრ - 02 მაის

ავტომატური ტექნოლოგიური ხაზების ოპერატორი კასპში

მეტეხის კერამიკა


27 მარ - 25 აპრ

აირმჭრელი რუსთავში

რუსთავის ფოლადი


23 აპრ - 22 მაის

დამხმარე პერსონალი წარმოებაში

სანტე ჯი ემ თი პროდუქტები


28 მარ - 26 აპრ

დანადგარის ოპერატორი

გამომცემლობა კოლორი


03 აპრ - 02 მაის

დანადგარის ოპერატორი/გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების მენეჯერი

Glass Work


27 მარ - 25 აპრ

დეგერმინაციის ოპერატორი ხობში

კოლხა


29 მარ - 27 აპრ