ტესტერი

თარიღები: 29 მარ - 25 აპრ
მდებარეობა: თბილისი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@oppa.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

 „სს ოპპა“ (ყოფილი „სს ნოვა ტექნოლოჯი“) საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით  6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს.კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად. 


სს ‘’ოპპა’’  აცხადებს ვაკანსიას ტესტერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი:  თბილისი  


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

 

  • ვებ-გვერდის, აპლიკაციის და  სწრაფი გადახდის ტერმინალების პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების დაგეგმვა;
  • ტესტირებისათვის საჭირო ტესტ-ქეისების მომზადება (მიღების უზრუნველყოფა);
  • ტესტირების პროცესის განხორციელება;
  • ტესტირების შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა შესაბამის რგოლებთან;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • სამუშაო გამოცდილება ტესტერის პოზიციაზე, მინიმუმ 1 წელი;
  • უმაღლესი, განათლება ან დამათავრებელი კურსის სტუდენტი - სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, პრიორიტეტულია პროგრამირების მიმართულებით;
  • პროგრამირების საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა ( b1); სასურველია რუსული ენის ცოდნა


უნარები: 

  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარი; 
  • არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 აპრილის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 

მსგავსი განცხადებები
IT აუდიტორი

HH Recruitment


18 აპრ - 27 აპრ

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის მენეჯერი

Cryptex


20 აპრ - 04 მაის