საგადასახადო კოდექსის სრული კურსი-თეორიული და პრაქტიკული ნაწილი

თარიღები: 29 მარ - 27 აპრ
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

საგადასახადო კოდექსის სრული კურსი-თეორიული და პრაქტიკული ნაწილი

საგადასახადო კოდექსის სრული კურსი (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი) – ტრენერი დავით პაპიაშვილი

ტრეინინგს უძღვება სხვადასხვა სასწავლო ცენტრების (ACCA-ს, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის და სხვა სპეციალიზებული სასწავლებლების) ლექტორი საგადასახადო კანონმდებლობაში, საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili-ს მმართველი პარტნიორი და პრაქტიკოსი აუდიტორი დავით პაპიაშვილი.

საგადასახადო კოდექსის სრული კურსი (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი) 

სასწავლო კურსის მიზანია, პრაქტიკოს ბუღალტერებს, აუდიტორებს, ფინანსურ მენეჯერებს, იურისტებს, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე. კურსის მიზანია მსმენელებმა გამოიმუშაონ ზემოაღნიშნულ სფეროში მუშაობასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარ ჩვევები და მოცემული უნარები გამოიყენონ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე.

სასწავლო კურსის დროს განხილული იქნება:

  • მოქმედი საგადასახადო კოდექსის დებულებები (ზოგადი და გადასახადების ნაწილი) ასევე საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (დაკავშირებული კანონმდებლობა, ბრძანებები, ინსტრუქციები, ე.წ. მანუალები). კანონმდებლობის თვითოეული ნორმის განხილვისას გარჩეული იქნება ამა თუ იმ ნორმის პრაქტიკული მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული კონკრეტული პრაქტიკული ქეისები.
  • ტრენინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ არსებითი ხასიათის ცვლილებებს, მ.შ. ახალი მოგების გადასახადის რეგულაციებს, დღგ-ით ავანსის დაბეგვრის წესებს და უკანაკნელი თვეების განმავლობაში შესულ ცვლილებებს (რომელიც ეხება გადახდის წყაროსთან დაბეგვრასა, ხანდაზმულობის ვადების განსაზღვრას და მ.შ. ახალი მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებს), რომელიც მოიცავს დაბეგვრის მეტად მნიშვნელოვან ასპექტებს.
  • თითოეული გადასახადის განხილვის დასრულების შემდგომ ვრცელი პრაქტიკული ამოცანების მაგალითზე განხილული იქნება კონკრეტული გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის შევსების წესი (მ.შ. ახალი მოგებისა და ახალი დღგ-ის დეკლარაციების) დაისეთი სავარჯიშოები რაც ხელს შეუწყობს საგადასახადო დაბეგვრის პრაქტიკული უნარჩვების ჩამოყალიბებას, რათა შედეგად ტრენინგის ყველა მონაწილემ დამოუკიდებლად შეძლოს ყველა გადასახადის მაღალპროფესიონალურ დონეზე გამოანგარიშება და დეკლარაციებისა და გაანგარიშებების დამოუკიდებელი შევსება.
  • ტრენინგის მსვლელობისას ჩატარდება ვრცელი ამოცანებისა და პრაქტიკული ქეისებისგან შემდგარი 3 შუალედური გამოცდა. გამოცდის მიზანია პრაქტიკაში იქნას შეჯამებული ის საკითხები რაც შესწავლილი იქნა ლექციაზე, რათა მსმენელებს შეეძლოთ ტრენინგის მსვლელობისას მიღებული ცოდნის გადამოწმება,  არასწორი აღქმით გამოწვეული შეცდომების გამოსწორება და სამომავლოდ მათი არ დაშვება პრაქტიკაში. შუალედური გამოცდის ტესტები შედგენილია მეტად საინტერესო პრაქტიკული ქეისებისგან ,  რომელიც ეფუძნება სტატისტიკურად მაღალი ალბათობით დაშვებულ შეცდომებს ან ისეთ საკითხებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია თუმცა ჩვენი შეფასებით მათზე სათანადო ყურადღების გამახვილება  პრაქტიკაში არ ხდება. შუალედური გამოცდის მიზანი არის მიღებული ცოდნის პრაქტიკული შეჯამება და მსმენელთა მიერ გადასახადების გამოანგარიშების სათანადო პრაქტიკული უნარ ჩვევების შეძენა  და არა მსმენელთა დაყოფა წარმატებულ და წარუმატებელ მსმენელებად. შუალედური გამოცდები ეხება შემდეგ საკითხებს:

 

  • პირველი შუალედური - საგადასახადო კოდექსის ზოგადი ნაწილი (78-ე მუხლის ჩათვლით)
  • მეორე  შუალედური - საშემოსავლო და მოგების გადასახადები (მ.შ. წლიური, გადახდის წყაროსთან დასაკავებელი და ახალი მოგების გადასახადი)
  • მესამე შუალედური - დღგ,  ქონების გადასახადი

 

  • მეოთხე შუალედური -  ქონება და აქციზი

 

 

  • გარდა ზემოაღნიშნულისა ტრენინგის მსვლელობისას განხილული იქნება სხვადასხვა სახის პრაქტიკული ამოცანები, ჩვენი აუდიტორების პრაქტიკაში არსებული სხვადასხვა სახის  ქეისები, საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვან ჩანაწერებთან დაკავშირებული პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთათვის არსებითი საგადასახადო რისკის მატარებელია. სასწავლო კურსის მსვლელობისას, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, კონსულტაციები მიიღონ პრაქტიკოსი აუდიტორი - დავით პაპიაშვილისაგან, მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასავე განხილული იქნება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის პრაქტიკაში არსებული მიდგომები (მ.შ. ე.წ. მენუალები).

ტრენინგის დროს მსმენელების უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა სასწავლო მასალებით რაც აუცილებელია სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის:
 

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ერთი ეგზემპლიარით
  • პრაქტიკული მასალებისა და სავარჯიშო ამოცანების კრებულით
  • სხვა სახის ამოცანებისა და სასწავლო მასალების კრებულით

სასწავლო კურსის თემატიკა:

  • ზოგადი დებულებანი (მუხლი 1-19)
  • გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საწარმო, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი (მუხლი 20-44)
  • გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა (მუხლი 45-52)
  • საგადასახადო ვალდებულება (მუხლი 53-78)
  • საშემოსავლო და მოგების გადასახადები (მუხლი 79-155)
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (მუხლი 156-181)
  • აქციზი (მუხლი 182-194)
  • იმპორტის გადასახადი (მუხლი 195-199)
  • ადგილობრივი გადასახადი (მუხლი 200-206)
  • საგადასახადო კონტროლი (მუხლი 255-268)
  • საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავა და შეთანხმება (მუხლი 269-308)
  • გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი (მუხლი 309-310)
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996, სხვა ბრძანებები და მეთოდური მითითებები.

 

 

დამატებითი პირობები:

კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ მსმენელებს  გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერთიფიკატი, დავით პაპიაშვილის

  • ხელმოწერით
  • ტრეინინგის სავარაუდო ხანგრძლივობაა 70 საათი (ტრენინგის რეალური ხანგრძლივობა ზუსტად განსაზღვრული არ არის და დამოკიდებული მსმენელთა აქტივობაზე და სხვა ფაქტორებზე)
  • ტრეინინგის ღირებულებაა 550 ლარი დღგ-ს ჩათვლით
  • თანხის გადახდა შესაძლებელია ფიზიკური პირებისთვის ორ ეტაპად: სწავლების დაწყებამდე - ღირებულების 50%-ის ოდენობით ხოლო სწავლების დაწყებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ -ღირებულების 50%-ის ოდენობით.
  • სასწავლო კურსის მსვლელობისას გათვალისწინებულია ყავის შესვენება ე.წ. „coffee break”

კურსი დაიწყება მაისში !

ეს იქნება სეზონის ბოლო ჯგუფი ! გაითვალისწინეთ , მოთხოვნიდან გამომდინარე ადგილები შეზღუდულია !

მეცადინეობების დღეები : ორშაბათი-ხუთშაბათი 19:00 საათი.

თანხის გადახდა წარმოებს წინასწარ რეგისტრაციის გავლისას !!!

საბანკო რეკვიზიტები:
ს.ს.“თი ბი სი ბანკი“
ა.ა. GE77TB1198136020100005
სვიფტი: TBCBGE22

 

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/1M0WF8X0vPlbR0NbqRxVR0ucq7FoKJDKCeKXURoEAki8/edit

 


„პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი“ გისურვებთ წარმატებას!

 

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკულ კურსი

Rossoft Training Centre


11 აპრ - 09 მაის

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials (CompTIA A+ )

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აპრ - 22 მაის

IT ინჟინერიის შემსწავლელი კურსი 150 ლარად 250 ლარის ნაცვლად

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი


12 აპრ - 11 მაის

IT ქსელის შემსწავლელი კურსი + პრაქტიკა

Next-IT Academy


12 აპრ - 10 მაის

Online Training Programs Development

Deloitte Consulting Overseas Projects


04 აპრ - 03 მაის

PHOTOSHOP CC; COREL DRAW X8; ADOBE ILLUSTRATOR -ის  კურსები

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი


16 აპრ - 15 მაის

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აპრ - 22 მაის