კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი გორში

თარიღები: 30 მარ - 28 აპრ
მდებარეობა: გორი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: Hr@mogo.ge
საბანკო:  ბანკის კლიენტთა მომსახურება ავტო-მოტო სერვისი:  სხვა (ავტო-მოტო სერვისი)

კომპანია „მოგო“, აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, გორში  

 

„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Mogo Finance“ შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა მომსახურება;
  • კომპანიის პროდუქტების გაყიდვები;
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, დამუშავება და კომიტეტზე წარდგენა;
  • ავტო მანქანის შეფასება მისი ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალური დათვალიერების საფუძველზე;
  • საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  2. ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია (ლოკაციის მიხედვით), რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი თელავში

მოგო


17 აპრ - 30 აპრ

ავტო სესხების ექსპერტი ბათუმში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი


20 აპრ - 19 მაის

ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი

ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია


10 აპრ - 24 აპრ

ავტო-ელექტრიკოსი

G-სერვისი


04 აპრ - 03 მაის

ავტოლიზინგის  მენეჯერი რუსთავში

სალიზინგო კომპანია სითი


28 მარ - 26 აპრ

ავტომობილის ელექტრონული დიაგნოსტიკის  სპეციალისტი

იბერია ავტოლენდი


13 აპრ - 12 მაის

ავტომობილის კონდინცირების/გაგრილების სისტემის ტექნიკოსი

S Motors


04 აპრ - 30 აპრ