ინჟინერ-მექანიკოსი წილკანში

თარიღები: 30 მარ - 28 აპრ
მდებარეობა: მცხეთა სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: M.jokhadze@globalbeergeorgia.com
ინჟინერია:  მექანიკოს-ინჟინერი

გლობალ ბიერ ჯორჯია  აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მექანიკოსის პოზიციაზე წილკანში.

 

Global Beer Georgia ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა და აქტიურად ოპერირებს 2017 წლიდან. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG,როგორც ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

 

  მოვალეობები:

  • საწარმოო მანქანა-დანადგარების გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებთან და შეკეთებასთან დაკავშირებული მექანიკური მომსახურება;
  • ტექნიკური აღჭურვილობის/მანქანა-დანადგარების მონიტორინგი და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური დაზიანებების აღმოფხვრა-რემონტი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • ტექნიკური განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის კარგად ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • დისციპლინირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდურობა;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: M.jokhadze@globalbeergeorgia.com . გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
High-Paid Vacancies for Different Positions in QATAR

AR International


29 მარ - 26 აპრ

Pipeline Engineering

Global Trading


04 აპრ - 20 აპრ

ინჟინერი

აი თი ბი


18 აპრ - 25 აპრ

ლიფტის ხელოსანი ბათუმში

NodisLift


16 აპრ - 14 მაის

მთავარი ინჟინერი ხობში

კოლხა


29 მარ - 27 აპრ

საინჟინრო ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მენეჯერი

თბილღვინო


29 მარ - 27 აპრ

სანიტარული სისტემების ინჟინერი

Saxon Management Services


16 აპრ - 14 მაის