კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

თარიღები: 02 აპრ - 01 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@ol.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) კლიენტების მომსახურების მენეჯერი

IT სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში, „ორიენტ ლოჯიკი“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის (Account Manager) თანამდებობაზე.

 

ძირითადი მოვალეობებია:

  • პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი სპეციფიკის შესწავლა და საჭიროებების განსაზღვრა,
  • კორპორატიულ კლიენტთა მოზიდვა თითოეულის სჭიროებების შესაბამისი პროდუქტის შეთავაზებით,  
  • არსებული კლიენტების საჭიროებებსა და ცვლილებებზე მუდმივად განახლებადი ინფორმაციის ფლობა,
  • პარტნიორებთან ურთიერთობა, პრეზენტაციებისა და  შეთავაზებების მომზადება და  წარდგენა, კორპორატიული კლიენტებისათვის კონსულტაციის გაწევა,
  • მომხმარებლის ბიუჯეტის განსაზღვრა, დეპარტამენტის გეგმების ფორმირების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება,
  • ბაზარზე არსებული ახალი საფრთხეებისა თუ შესაძლებლობების დროული გამოვლენა და რეაგირება,
  • დაინტერესებულ მხარეებთან ოფიციალური მიმოწერის წარმოება,
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება  პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და ორგანიზაციის შიდა დეპარტამენტებთან,
  • პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულების მაღალ დონეზე შესრულება, მომხმარებლის პორტფელის მენეჯმენტი,
  • მიმდინარე პროექტების მართვა, ვადების განსაზღვრა და კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, მენეჯმენტის ან ტექნოლოგიების სფეროში
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • ახალი ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და სწრაფად შესწავლის უნარი
  • დარწმუნებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • ძალიან კარგი ვერბალური, წერითი და ორგანიზაციის ყველა დონეზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ამოცანის ანალიზის, კრიტიკული და საკვანძო საკითხების გადაწყვეტის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი 
  • სასურველია კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში 3-დან 5 წლამდე მუშაობის გამოცდილება

 

კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:

  • გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში ერთ-ერთი წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში
  • მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მუდმივად განვითარებად და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@ol.ge  2018 წლის 1 მაისის ჩათვლით და გზავნილის ველში მიუთითონ ვაკანისს დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

 

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე  გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

მსგავსი განცხადებები
Customer Service Representative

arvato BERTELSMANN


04 აპრ - 03 მაის

Customer Service Representative

WorldWide Customer Service


24 აპრ - 08 მაის

English Speaking Conversion Manager

International Company


18 აპრ - 17 მაის

English Speaking Customer Support Specialist

ბიქსტრიმი


25 აპრ - 09 მაის

გაყიდვების სპეციალისტი

ესთეტიკური კლინიკა


26 აპრ - 18 მაის

გაყიდვების სპეციალისტი

ესთეტიკური კლინიკა


17 აპრ - 16 მაის

გაყიდვების სპეციალისტი

Luxury  Esthetics


13 აპრ - 12 მაის