აქტივების მართვის და შეფასების მენეჯერი

თარიღები: 03 აპრ - 01 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 800 - 1200
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: vacancy@tbcleasing.ge
საბანკო:  მოლარე (საბანკო) საბანკო(ზოგადი) ბუღალტერია/ფინანსები:  აქტივების მართვა

 სს „თიბისი ლიზინგი“ უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს „თიბისი ბანკის“ მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.
    სს „თიბისი ლიზინგის“ წევრიც შენც შეიძლება გახდე! შენ გელის კომპანია, რომელიც ზრუნავს გუნდის წევრების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე და კარიერული წინსვლის ხელშეწყობაზე. რაც მთავარია, სამუშაო გარემო კომპანიაში მუდმივად დინამიურია: „თიბისი ლიზინგი“ სისტემატიურად ავითარებს ახალი პროდუქტებს და მიმართულებებს - შემოგვიერთდი და გაგვიზიარე შენი იდეები!

 

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანიას აქტივების მართვის და შეფასების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
სახელფასო განაკვეთი: ხელზე ასაღები 800 - 1,200 ლარი (პლიუს ბონუსი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ავტოსატრანსპორტო,  საგზაო/სამშენებლო და სპეც. ტექნიკის  ტექნიკური ცოდნა;
  • სამედიცინო აქტივების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საწარმოო დანადგარების ტექნიკური ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.
  • უპირატესობა მიენიჭებათ მოძრავი ქონების განხრით სერთიფიცირებულ სპეციალისტებს;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკის შეფასება, რაც ითვალისწინებს საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრას;
  • ლიზინგის აქტივების გეგმიური მონიტორინგის პროცესში ჩართულობას და მართვას (პროცესი ითვალისწინებს აქტივების ტექნიკურ-ფუნქციონალურ შემოწმებას და დასკვნის მომზადებას); 
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი;

 

უნარ-ჩვევები:

  • ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი; 
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

 

შერჩევის მეორე ეტაპი მოიცავს მოძრავი ქონების შეფასება/დასკვნის მომზადებას. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე -vacancy@tbcleasing.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  
 

მსგავსი განცხადებები
Express მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ბათუმში

საქართველოს ბანკი


29 მარ - 27 აპრ

ავტოლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი

ლიბერთი ბანკი


17 აპრ - 15 მაის

გადამთვლელი მოლარე / რეზერვი

თიბისი ბანკი


20 აპრ - 29 აპრ

დესკის მოლარე-ოპერატორი

4Finance Group


20 აპრ - 19 მაის

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი

ბაზისბანკი


24 აპრ - 08 მაის

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი ვაზისუბანში

ბაზისბანკი


16 აპრ - 30 აპრ

მოლარე საჩხერეში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი


19 აპრ - 30 აპრ