კომერციული დირექტორი

თარიღები: 03 აპრ - 02 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: t.parulava@marji.net
ტელეფონი:
TOP მენეჯმენტი:  კომერციული დირექტორი

სამედიცინო კომპანია "მარჯი" აცხადებს ვაკანსიას  კომერციული დირექტორის, პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი
  • სამედიცინო პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მიღებული შეკვეთების დამუშავება და მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება/შეკვეთა;
  • პროდუქციის ასორტიმენტის მუდმივი მონიტორინგი;
  • ანალიზის საფუძველზე ახალი და მოთხოვნადი პროდუქციის მოძიება;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტების შესწავლა და მათი ანალიზი;
  • ახალი და ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების მართვა;
  • რეალიზაციის ანალიზი და საიმპორტო პროდუქტების განსაზღვრა
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამედიცინო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • დახვეწილი მეტყველება;
  • პრეზენტაციის და მოლაპარაკების კარგი უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

 

გრაფიკი - სრული: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება - შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: t.parulava@marji.net​

მსგავსი განცხადებები
EXPORT SALES MANAGER/DIRECTOR

საკვები პროდუქტების კომპანია


13 აპრ - 11 მაის

კომერციული დირექტორი

ჰოლდინგური კომპანია


20 აპრ - 03 მაის