ტენდერი სერვერული აპარატურის შესყიდვაზე

თარიღები: 03 აპრ - 27 აპრ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა:
ტელეფონი: +995 577 451561
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი

         ტენდერის დასახელება:

შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ტენდერს სერვერული აპარატურის შესყიდვაზე

 

 

  • სერვერული აპარატურის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში #1;
  • აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

 

  • საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები).
  •  მისაწოდებელი საქონლის  ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა;
  • საგარანტიო პირობები, ვადა (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები);
  • საქონლის წარმოშობის ქვეყანა;

 

 

შენიშვნა:   პრეტედენტის მიერ წარმოდგენილი შემოთავაზება უნდა ითვალისწინებდეს  შეძენილი აპარატურის ტექნიკური გამართვისა და ინსტალაციის  სამუშაოების  ღირებულებას,  ასევე შემსყიდველის კონსულტაციას სისტემის გამართვის პერიოდში.

 

 

პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

 

 

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს   საშუალებით 2018 წლის 27 აპრილი,  18:00 სთმდე  უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • საბანკო რეკვიზიტები; 
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური  აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

 

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

 

 

პრეტედენტს, მყიდველის   მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

 

  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14  დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ; 
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"; 

 

 

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსი-ფარმა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის  სიის,  არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა და აფიდავიტისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

 

 

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

                                            

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს[1].
შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის  საბოლოო ღირებულება.

 

 

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

 

 

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის, ინფორმაციის დაზუსტებისათვი ს, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: თეიმურაზ კვარაცხელია, ტელ.: +995 577 451561, მაია კოჩაძე, ტელ.: +995 577 951085.

 

https://etenders.ge/view/52804

მსგავსი განცხადებები
Business Perception Survey on Policy Reforms/ბიზნესის განწყობის კვლევა ეკონომიკური რეფორმების შესახ

Deloitte Consulting Overseas Projects


25 აპრ - 24 მაის

Tender for Development Oriented Primary Health Care Service on a Pilot Basis in Adjara Region

Unicef


18 აპრ - 16 მაის

Tender for Event Management and Visibility and Printing Services in Georgia

ევროპის საბჭო


20 აპრ - 19 მაის

Tender for m² Real Estate Infrastructure Project

m2 უძრავი ქონება


23 აპრ - 07 მაის

Tender for Security Services

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში


02 აპრ - 30 აპრ

Tender for Regulatory Impact Assessment

Tetra Tech ARD


05 აპრ - 30 აპრ

კონკურსი ფინანსური აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია


16 აპრ - 04 მაის