რკინის საწარმოს მენეჯერი

თარიღები: 03 აპრ - 02 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული რუსული
ელ. ფოსტა: hr@martsteel.ge
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი კლიენტების მომსახურების მენეჯერი სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი)

„ეს კომფორტი” - “ფოლადის სახლის“  შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას რკინის საწარმოს მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია „ფოლადის სახლი“  2014 წელიდან ოპერირებს საქართველოს და ამიერკავკასიის ბაზარზე, როგორც ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი.

 „ეს კომფორტი” ახორციელებს ლითონის კონსტრუქციების პროექტირებას, აწყობას და მონტაჟს, ასევე სხვა საამშენებლო პროექტებს, ფლობს მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების აწყობას და მონტაჟს. გაყიდვების მენეჯერი უნდა ჩაერთოს კომპანიის ფუნქციონირებაში, იზრუნოს კომპანიის იმიჯზე, მოიძიოს პოტენციური კლიენტები, ჩართული იყოს შესრულების პროცესში,  ჩააბაროს დამკვეთს შესრულებული სამუშაო.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული შეკვეთების შესრულება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
  • შეკვეთის მიღება, დამუშავება და წინასწარი ანალიზი;
  • შეკვეთის მიღების შემთხვევაში კლიენტთან მიმდინარე ანგარიშის წარდგენა;
  • კლიენტის შენარჩუნება და ხანგრძლივ ბიზნეს ურთიერთობაზე მუშაობა;
  • არსებული გუნდის მართვა;
  • გუნდის წევრების გაზრდა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ანგარიშის მომზადება კომპანიის დირექტორთან წარსადგენად;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მშენებლობის სფეროში ან რკინის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა

 

პიროვნული უნარები:

  • მენეჯერული უნარ-ჩვევები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის სწორად მართვის უნარი;

 

სამუშაო პირობები :სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის  რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ  05/053

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
 

 

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • სატელეფონო ლიმიტი

 

ჩვენთვის სამუშაო გამოცდილებაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის ზრდისა და განვითარების მზაობა, ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, ჩვენ ვეძებთ კადრს ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის. 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@martsteel.ge;

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

 

მსგავსი განცხადებები
Store Manager in Kutaisi

DeFacto


02 აპრ - 01 მაის

გაყიდვების სპეციალისტი

Luxury  Esthetics


24 მარ - 22 აპრ

გაყიდვების სპეციალისტი

Luxury  Esthetics


13 აპრ - 12 მაის

გაყიდვების სპეციალისტი

ესთეტიკური კლინიკა


17 აპრ - 16 მაის

კოსმეტიკის მაღაზიის მენეჯერი/კონსულტანტი

Experto Consulting


03 აპრ - 02 მაის

ონლაინ გაყიდვების/კლიენტთა მომსახურების ოპერატორი

Shop.ge


12 აპრ - 26 აპრ

ონლაინ გაყიდვების/კლიენტთა მომსახურების ოპერატორი

Shop.ge


17 აპრ - 30 აპრ