გაყიდვების კონსულტანტი რეგიონებში

თარიღები: 03 აპრ - 28 აპრ
მდებარეობა: თბილისი ახმეტა ბორჯომი დედოფლისწყარო მცხეთა ნინოწმინდა ქარელი ყვარელი წნორი სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: career@libertybank.ge
საბანკო:  საბანკო გაყიდვების წარმომადგენელი საბანკო(ზოგადი)

ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ სხვადასხვა რაიონში გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციაზე სხვადასხვა ქალაქებში:

თბილისი, ქარელი,  ბორჯომი, წნორი, ახმეტა, მცხეთა, ნინოწმინდა, თიანეთი, დედოფლისწყარო, ყვარელი, ყაზბეგი.

შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ საშუალება მცირე დროში გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები.


ძირითადი მოვალეობები:

 

  • ლიბერთი ბანკის ფილიალებში პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება
  • პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით საკრედიტო პროდუქტების განაცხადის შევსება და სხვა აუცილებელი      პროცედურის შესრულება;
  • ყოველთვიური - ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულება.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება / დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია - საბანკო საქმე, მენეჯმენტი,  ფინანსები)
  • კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
  • კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


 

პიროვნული უნარები:

 

  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • დარწმუნების უნარი;
  • სისხარტე
  • აზროვნების სისწრაფე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.


 

სამუშაო პირობები:

 

  • სრული სამუშაო განაკვეთი.
  • ანაზღაურება: გამომუშავებული ბონუსები (დეტალური ინფორმაცია მოგეწოდებათ გასაუბრების პროცესში).
  • ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი არის უფრო მაღალ პოზიციაზე დაწინაურების რეალური შანსი მცირე დროში (მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით 10 თვეში).


 

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით.

 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

 

 

 

 

 

მსგავსი განცხადებები
აქტიური/პასიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორი

ბაზისბანკი


10 აპრ - 24 აპრ

აქციის თანამშრომელი რუსთავში

თიბისი ბანკი


13 აპრ - 27 აპრ

აქციის თანამშრომელი რუსთავში

თიბისი ბანკი


13 აპრ - 27 აპრ

გარე გაყიდვების ოფიცერი

Swiss Capital


12 აპრ - 26 აპრ

გაყიდვების ასისტენტი თბილისსა და რეგიონებში

საქართველოს ბანკი


18 აპრ - 02 მაის

გაყიდვების კონსულტანტი სენაკში

საქართველოს ბანკი


20 აპრ - 04 მაის

გაყიდვების კონსულტანტ-ოპერატორი სარეზერვო თანამშრომელი

თიბისი ბანკი


10 აპრ - 24 აპრ