ტექნიკური მენეჯერი

თარიღები: 04 აპრ - 03 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: hr@martsteel.ge
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი შესყიდვები:  შესყიდვების მენეჯერი ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)

კომპანია „მარტ ლოჯისტიკა”,  რომელიც აწარმოებს ტვირთების გადაზიდვას საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში, ყაზახეთში, ამიერკავკასიაში, ირანსა და ევროკავშირის ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის  პოზიციაზე. კომპანიას ყავს საკუთარი ავტოპარკი.

კომპანია „მარტ ლოჯისტიკა“ არის “ფოლადის სახლის“  შვილობილი კომპანია. „ფოლადის სახლი“  2014 წელიდან ოპერირებს საქართველოს და ამიერკავკასიის ბაზარზე, როგორც ლითონის ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი.

 

ტექნიკური მენეჯერის  ძირითადი მოვალეობაა:

  • კომპანიის ავტომანქანების გამართულობაზე პასუხისმგებლობა;
  • მძღოლების და ავტოპარკის სხვა მუშახელის დაქირავება და მენეჯმენტი;
  • საერთაშორისო ექსპედიციის დაგეგმვა;
  • საერთაშორისო ექსპედიციაში მყოფი ავტომობილის კონტროლი;
  • საერთაშორისო გადაზიდვების სტანდარტების ცოდნა;
  • საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვების უზრუნველყოფა;
  • საზღვარგარეთ ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო საბუთების მოწესრიგება, როგორც მანქანისთვის ასევე მძღოლებისთვის;
  • საწვავის მარაგის შეძენა და კონტროლი;
  • ავტონაწილების, მათ შორის საბურავების და სხვა სათადარიგო ნაწილების შეძენა და ექსპლოატაციის კონტროლი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - შესაბამის სფეროში;
  • მანქანების ტექნიკური მახასიათებლების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიაში მუშობის გამოცდილება;
  • ტექნიკურ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
  • მძღოლებთან ურთიერთობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

 

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის სწორად მართვის უნარი;

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლოჭინი, გეზის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
ანაზღაურება: 1500-დან 2000 ლარამდე - კვალიფიკაციის შესაბამისად. 

 

ჩვენთვის სამუშაო გამოცდილებაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის ზრდისა და განვითარების მზაობა, ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს. ჩვენ ვეძებთ კადრს ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.  

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@martsteel.ge;

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
გადაზიდვების მენეჯერი

ეს გლობალი


26 მარ - 24 აპრ

ლოჯისტიკის ასისტენტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


19 აპრ - 26 აპრ

ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერი

მოგზაურთა კანტორა


12 აპრ - 30 აპრ

ლოჯისტიკის მენეჯერი

აი სი არ ტრეიდი


17 აპრ - 29 აპრ

სატრანსპორტო გადაზიდვების ლოჯისტიკის მენეჯერი

ეკოსანი


11 აპრ - 09 მაის

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი

m2 უძრავი ქონება


17 აპრ - 30 აპრ

Administrator for off Hours

ამერიკული სამედიცინო ცენტრები


16 აპრ - 14 მაის