ფილიალის მენეჯერი ბათუმში

თარიღები: 04 აპრ - 02 მაის
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@qebuli.ge
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი

კომპანია «ქებული კლიმატი» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

 

კომპანია „ქებული კლიმატი” აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ.ბათუმში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალის და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • რეგიონის მასშტაბით შეხვედრების დაგეგმვა, მოლაპარაკების წარმოება;
  • მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპანიაში დადგენილი სტანდარტების/ინსტრუქციების გაცნობის უზრუნველყოფა და მათი შესრულების მონიტორინგი დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის;
  • ფილიალში განთავსებული პროდუქციის განლაგების კოორდინირება კომპანიაში არსებული წესის დაცვით;
  • მარაგების მუდმივი კონტროლი;
  • ყოველდღიური რეპორტების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

 

საჭირო უნარები:

• გუნდის მართვის უნარი;

  • გამართული და დამაჯერებელი მეტყველების მანერა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე  შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

 

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Administrator for off Hours

ამერიკული სამედიცინო ცენტრები


16 აპრ - 14 მაის

Database Administrator

ჯითი


05 აპრ - 04 მაის

Office Coordinator

Global Educational Services


19 აპრ - 18 მაის

Residence Administrator/Concierge

თბილისი გარდენს


13 აპრ - 12 მაის

ადმინისტრატორი

სამედიცინო ცენტრი გიგეა


17 აპრ - 16 მაის

ადმინისტრატორი

მაია მუმლაძის სტომატოლოგიური კლინიკა ჰელსი დენტი


13 აპრ - 28 აპრ

ადმინისტრატორი

Businest


12 აპრ - 26 აპრ