არქიტექტორი

თარიღები: 04 აპრ - 02 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: vacancy@archi.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი

კომპანია „არქი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

 

არქი ჯგუფი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ჯგუფი ითვლის 15 დასრულებულ პროექტს და 15 მიმდინარე მშენებლობას.

 

არქი ჯგუფში დასაქმებული არქიტექტორის ფუნქციები იქნება:

  • სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა
  • არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში,  სხვადასხვა საკითხების შეთანხმება  მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან
  • საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება
  • სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით
  • არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება
  • სასურველია, მრავალბინიან პროექტზე მუშაობის გამოცდილება
  • ArchiCAD, AutoCAD, Photoshop - პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება

 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და ნამუშევრების პორტფოლიო გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@archi.ge , არაუგვიანეს    2018 წლის 30 აპრილისა.

 

გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე და ნამუშევრები მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას არქი ჯგუფის  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

მსგავსი განცხადებები
Assistant to Civil Engineer/Architect

BUSINESS GEORGIA


30 მარ - 28 აპრ

არქიტექტორი

სოლიკო


03 აპრ - 02 მაის

არქიტექტორი

Geosilkroad


03 აპრ - 02 მაის

არქიტექტორი

შენი სახლი ჯიქიაზე


10 აპრ - 24 აპრ

არქიტექტორი

ქართული პროექტირების ჯგუფი


16 აპრ - 04 მაის

არქიტექტორი

Saxon Management Services


16 აპრ - 14 მაის

არქიტექტორი

ფინკა ბანკი საქართველო


19 აპრ - 30 აპრ