მენეჯერი გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში

თარიღები: 04 აპრ - 03 მაის
მდებარეობა: გორი ქუთაისი ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: problemassetsdepartment@gmail.com
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი ფილიალების ქსელი

კომპანიის საქმიანობის სფეროა სხვადასხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვადაგადაცილებული,გაპრობლემებული სესხების დამუშავება,სასარჩელო/სააღსრულებო საქმის წარმოება.

ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი და კვალიფიციური სპეციალისტებით.

აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ, შრომისმოყვარე ახალგაზრდებს ფილიალის მმართველის (მენეჯერის) პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში:   გორი; ქუთაისი; ზუგდიდი.

 

მოვალეობები:

  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
  • დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა;
  • კრედიტების კონტროლი;
  • მსესხებლებთან სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა;
  • საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ ადგილზე გასვლა;
  • ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.
  • ფილიალის მართვა;
  • დისციპლინის შენარჩუნება და თანამშრომელთა სამსახურში დასწრების კონტროლი;
  • გუნდის დაკომპლექტება მინიმუმ 8 კაციანი ჯგუფით;
  • პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;

 

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პირველობისკენ სწრაფვა;
  • დარწმუნების უნარი;
  • სხარტი აზროვნება;
  • გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, (სასურველია - იურიდიული, საბანკო ან საფინანსო განხრით)
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
  • უპირატესობა მიენიჭება კადრებს რომელსაც აქვთ გამოცდილება მსგავს სფეროში.
  • ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

   სამუშაო გრაფიკი:

  • ორშ.-პარ.   10:00-საათიდან  18:00-საათამდე.
  • შაბათი:      10:00-საათიდან   14:00-საათამდე

 

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ,როგორც ფიქსირებულ, ასევე  მაღალი ბონუსური სისტემით ანაზღაურებას,ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს;ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატიურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას,კომფორტულ,მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: problemassetsdepartment@gmail.com

საბჯექტის (სათაურის) ველში მიუთითეთ რეგიონის დასახელება,რომელ რეგიონშიც გსურთ დასაქმება.წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
Shop Manager in Tbilisi and Batumi

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა


19 აპრ - 07 მაის

მაღაზიის მენეჯერი

ევროპროდუქტი


16 აპრ - 15 მაის

მაღაზიის მენეჯერი ბათუმში

ნიკორა ტრეიდი


13 აპრ - 30 აპრ

მაღაზიის მენეჯერი გურჯაანში

ნიკორა ტრეიდი


10 აპრ - 30 აპრ

მაღაზიის მენეჯერი საგარეჯოში

ნიკორა ტრეიდი


17 აპრ - 15 მაის

მაღაზიის მენეჯერი/კონსულტანტი

საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო მაღაზიათა ქსელი მართლმადიდებელი


16 აპრ - 14 მაის

მაღაზიის მენეჯერი/კონსულტანტი ზესტაფონში

საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ


17 აპრ - 29 აპრ