სასტუმროს მენეჯერი კურორტ შოვში

თარიღები: 05 აპრ - 04 მაის
მდებარეობა: ამბროლაური სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@archi.ge
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  სასტუმროს მენეჯერი

„არქი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას  სასტუმროს - „სანსეტ შოვის“  მენეჯერის პოზიციაზე

 

„სანსეტ შოვი“ – პირველი ევროსტანდარტების შესაბამისი სასტუმროა რაჭის კურორტ შოვში. კეთილმოწყობილი სასტუმრო, საუკეთესო პირობებს სთავაზობს, ოჯახით და მეგობრებთან ერთად დასვენების მოყვარულებს. სასტუმროში ფუნქციონირებს, როგორც სტანდარტული ორადგილიანი ნომრები, ასევე სუპერიორი, ლუქსი და დამოუკიდებლად მდგომი კოტეჯები.

 

სასტუმროს მენეჯერისთვის, სასტუმროში ყოფნის პერიოდი, წლის განმავლობაში, შეადგენს 6 თვეს. დანარჩენი 6 თვე, შერჩეული კანდიდატი იმუშავებს თბილისში, სასტუმროს ოპერციების გაუმჯობესების და მომხმარებლის მოზიდვის მიმართულებით. 

 

სასტუმროს მენეჯერის ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • სასტუმროს ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი
  • პერსონალის მართვა
  • ახალი თანამშრომლების ტრენინგების დაგეგმვა და კოორდინაცია
  • პერსონალის ცვლებში მუშაობის დაგეგმვა და ცვლების კონტროლი
  • მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება
  • სასტუმროს მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით, ახალი მომხმარებლის მოზიდვა
  • სასტუმროს და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების/დაცულობის საკითხების მართვა
  • მომხმარებლის საჩივრების მიღება  და მართვა
  • მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი და გასაუმჯობესებელი საკითხების იდენტიფიკაცია
  • სასტუმროში დაგეგმილი ღონისძიებების შეფერხებების გარეშე ჩატარების უზრუნველყოფა
  • სასტუმროს ოპერაციების საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

 

აუცილებელი  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასტუმროში მმართველ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
  • კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება (Excel, PowerPoint, Outlook, Word, etc.)
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (advanced level)
  • არითმეტიკის ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • გუნდის გაძღოლის უნარი - ლიდერობა
  • საკუთარი თავისა და სხვების მოტივაციის უნარი
  • კრეატიული
  • პრობლემის იდენტიფიკაციისა და მოგვარების უნარი
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი
  • პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

 

 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@archi.ge , არაუგვიანეს    2018 წლის 05 მაისისა.

 

გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე და ნამუშევრები მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას არქი ჯგუფის  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

 

მსგავსი განცხადებები
Executive Chef in Borjomi-შეფ-მზარეული ბორჯომში

სასტუმრო ბორჯომი ლიკანი


03 აპრ - 01 მაის

F&B მენეჯერი

Gudauri Loft


11 აპრ - 10 მაის

კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი განმუხურში

Pratap's Signature Hotel


17 აპრ - 16 მაის

სასტუმროს მენეჯერი

სასტუმრო BATONI


13 აპრ - 10 მაის

სასტუმროს მენეჯერი თელავში

სასტუმრო და ღვინის მარანი არგე


18 აპრ - 17 მაის

სასტუმროს მენეჯერი მესტიაში

სასტუმრო ბანგურიანი*


11 აპრ - 10 მაის

სერვისის მენეჯერი

სასტუმრო Old Tbilisi


20 აპრ - 19 მაის