გაყიდვების ანალიტიკოსი

თარიღები: 05 აპრ - 04 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: HR@orinabiji.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების ანალიტიკოსი

„ორი ნაბიჯი“ პირველი კომპანიაა საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც  უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს.  2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, 2011 წლის მეორე ნახევარში კი დაიწყო აქტიური განვითარება, რომელიც დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 113 მაღაზიას თბილისისა და რუსთავის მასშტაბით და წლის ბოლომდე გეგმავს მნიშვნელოვნად გაფართოებას.

განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ ადამიანურ რესურსებს განიხილავს, ვინაიდან ჩვენი ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი  „ორი ნაბიჯი“  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ფუნქციები:

  • გაყიდვებისა და სხვა მონაცემების საფუძველზე რეგულარული რეპორტების წარმოდგენა პროდუქტების ფასების, მარჟების, გაყიდვების და სხვა კრიტერიუმებთან დაკავშირებით;
  • გაყიდვების პროგნოზირების ხელშეწყობა გაყიდვებისა და სხვა მონაცემების ანალიზის საშუალებით;
  • მაღაზიების პლანოგრამების პროგრამის შესწავლა და დანერგვა;
  • კომუნიკაცია ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან პროგრამის დანერგვისა და ხარვეზების აღმოფხვრის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის;
  • გაყიდვების ანალიზის საფუძველზე მაღაზიებში პროდუქტების განლაგების პლანოგრამების შედგენა;
  • კატეგორიის მენეჯერების სწავლება - როგორ გამოიყენონ პროგრამა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სავალდებულო);
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველი);
  • კომპიუტერის აგებულების და ოპერაციული სისტემის (MS Windows xp\7\8\10) ცოდნა (სავალდებულო);
  • MS Office (MS Excel ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ინგლისური ენა

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ყურადღებიანი
  • პასუხისმგებლიანი


 

დაინტერესებულ კანდიდატებს,  გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge

გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

მსგავსი განცხადებები
საცალო და საბითუმო გაყიდვების სპეციალისტი

Made To Make


19 აპრ - 18 მაის

Arabic Speaking Sales Representative

Envirotech


23 აპრ - 07 მაის

Assistant to Pricing Manager

გერმანული ელ. კომერციის კომპანია


18 აპრ - 17 მაის

Assistent to Online Marketing Manager

გერმანული ელ. კომერციის კომპანია


18 აპრ - 16 მაის

Brand Ambassador/Consultant

HRRA


19 აპრ - 04 მაის

Call Center Agent

WeCall Services


18 აპრ - 02 მაის

Call Center Manager

Envirotech


10 აპრ - 24 აპრ