მარკეტინგის ანალიტიკოსი

თარიღები: 05 აპრ - 04 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: HR@orinabiji.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი მარკეტოლოგი

„ორი ნაბიჯი“ პირველი კომპანიაა საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც  უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს.  2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, 2011 წლის მეორე ნახევარში კი დაიწყო აქტიური განვითარება, რომელიც დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 113 მაღაზიას თბილისისა და რუსთავის მასშტაბით და წლის ბოლომდე გეგმავს მნიშვნელოვნად გაფართოებას.

განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ ადამიანურ რესურსებს განიხილავს, ვინაიდან ჩვენი ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი  „ორი ნაბიჯი“  აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ფუნქციები:

  • სააქციო აქტივობების დაგეგმვისათვის საჭირო გათვლების გაკეთება (გაყიდვების პროგნოზი, მომგებიანობის ანალიზი);
  • გაყიდვების მონაცემების გაანალიზება, გაყიდვებზე მოქმედი სხვადასხვა პარამეტრების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • მაღაზიის გაყიდვების პოტენციალის შეფასების მოდელის შექმნა;
  • სხვადასხვა მარკეტინგული მონაცემების გაანალიზება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
  • სააქციო აქტივობების შედეგების გაანალიზება;
  • მომხმარებელთა სეგმენტაცია და მათთვის სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა/შესრულება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სავალდებულო);
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში (სასურველი);

 

ცოდნა:

  • მარკეტინგი;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია;
  • სტატისტიკა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კრეატიულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • მოწესრიგებულობა

 

დაინტერესებულ კანდიდატებს,  გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე  HR@orinabiji.ge

გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.