ანალიტიკოსი

თარიღები: 05 აპრ - 20 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: Vacancy@terabank.ge
საბანკო:  ანალიტიკოსი (საბანკო) საბანკო(ზოგადი)

სს  „ტერაბანკი“  საოპერაციო რისკების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას  ანალიტიკოსის პოზიციაზე

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

 

  • საოპერაციო რისკის შემთხვევებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უზრუნველყოფა ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან;
  • ბანკის საოპერაციო რისკის მაჩვენებელზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება, საოპერაციო რისკის მაჩვენებლის მოცულობაზე დადგენილი შეზღუდვის კონტროლის უზრუნველყოფა;
  • ბანკის საოპერაციო რისკისა და საოპერაციო რისკის მართვის სისტემის სრულყოფის წინადადებების შესახებ ანგარიშგების წარმოება;
  • საოპერაციო რისკის მართვის სისტემის სრულყოფისთვის მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის განხორციელება;
  • ბანკში მომზადებული პროცედურების, ინსტრუქციების წინასწარი შემოწმება რისკების კუთხით დოკუმენტის ძალაში შესვლამდე;
  • ახალი პროდუქტის დამტკიცებამდე მის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და რისკების შემცირების კუთხით რეკომენდაციების გაცემა;
  • ინციდენტების, კრიზისული სიტუაციებისა და განზრახ/გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის წინააღმდეგ ქცევის ძირითადი წესების განსაზღვრა და დანერგვა;
  • ეროვნული ბანკის ყოველთვიური/ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

  • უმაღლესი განათლება
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საოპერაციო რისკების განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ  2 წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო პროგრამებში B2000 და LMS -ში მუშაობის გამოცდილება;
  • საიფოსე პროგრამების ცოდნა MS Office:Word, Excel, Power Point, Outlook, Visio;
  • ჰქონდეს გავლილი საოპერაციო რისკების განხრით ტრენინგი/სასწავლო კურსი;
  • სასურველია უცხო ენების (ინგლისურის და რუსულის) ცოდნა;

 

დამატებითი მოთხოვნები

 

  • ანალიტიკური უნარი  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა 20.04.18-ის 18:00 სთ-მდე  უნდა გამოაგზავნონ  CV  მისამართზე: Vacancy@terabank.ge 

 აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ  წარმატებას!  

 

მსგავსი განცხადებები
უმცროსი ანალიტიკოსი

თიბისი ბანკი


17 აპრ - 30 აპრ

Express მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ბათუმში

საქართველოს ბანკი


29 მარ - 27 აპრ

External and Internal Reporting Specialist

თიბისი ლიზინგი


18 აპრ - 17 მაის

Financial Analyst

იშბანკი საქართველო


16 აპრ - 25 აპრ

IT აუდიტორი

საქართველოს ბანკი


11 აპრ - 25 აპრ

Senior Investment Officers

Georgia Capital


11 აპრ - 25 აპრ

SME საკრედიტო ჯგუფის უფროსი

საქართველოს ბანკი


18 აპრ - 02 მაის