საწყობის მენეჯერ-თანაშემწე/ინსტალატორი/მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი

თარიღები: 10 აპრ - 09 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 300
ენები: რუსული
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: vacancy@airlink.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი უშიშროება/დაცვა/უსაფრთხოება:  ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი საწყობის თანამშრომელი

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Georgian AirLink აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის-თანაშემწის , ინსტალატორის და მონიტორინგის სამსახურის პოზიციაზე.

Georgian AirLink არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება. კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციისდამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდითმიაღწევს. 

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:

 

საწყობის მენეჯერის-თანაშემწე:

  • პროდუქციის მიღება, შენახვა, გასაცემი პროდუქციის აღრიცხვის უზრუნველყოფა და პროცესის ზედამხედველობა
  • პროდუქციის დასაწყობება და მონიტორინგი
  • პროდუქციის დოკუმენტალური და პროგრამული აღრიცხვა
  • ბუღალტერიისათვის სათანადო ინფორმაციის დროული მიწოდება

 

სამუშაო მოთხოვნები: 

  •   MS Office პროგრამების ცოდნა(Excel-ის ცოდნა)
  • გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
  • შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა
  • პუნქტუალურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

ინსტალატორი

  • ახალი აბონენტის ჩართვა
  • უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია
  • ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორებ

 

სამუშაო მოთხოვნები

  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში)

 

მონიტორინგის სამსახური

  • ონლაინ რეჟიმში ჩართულ კამერებთან მუშაობა
  • ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი
  • დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ფიქსირება/დაარქივება

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული; ასევე დღის სმენა, ღამის სმენა.
  • სასურველია უცხო ენის (რუსული) სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  • სასურველია  კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა
  • სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
  • ხელფასი საწყის ეტაპზე 300 ლარი. + ბონუსები

 

სხვა მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალური,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე  ორიენტირებულობა,
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV ) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  vacancy@airlink.ge

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ კონკრეტული ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
მაღაზიის დამხმარე

ელიტ ელექტრონიქსი


23 აპრ - 07 მაის

Arabic Speaking Sales Representative

Envirotech


23 აპრ - 07 მაის

Assistant to Pricing Manager

გერმანული ელ. კომერციის კომპანია


18 აპრ - 17 მაის

B2B გაყიდვების მენეჯერი

ტოიოტა ცენტრი თეგეტა


23 აპრ - 22 მაის

English Speaking Call Center Sales Representative

რას გრუპი


24 აპრ - 08 მაის

English Speaking Sales Representative

Next Brand


18 აპრ - 02 მაის

English Speaking Sales Representative/Deutschsprachigen Vertriebsmitarbeiter

MegaG


23 აპრ - 07 მაის