საკრედიტო პროცესების წარმართვის სპეციალისტი

თარიღები: 10 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@mbc.com.ge
საბანკო:  SME საკრედიტო ოფიცერი საბანკო(ზოგადი)

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას რეგიონალურ ს/ც-ში, საკრედიტო პროცესების წარმართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ  ქალაქში 9 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • კომპანიის სერცის ცენტრში, საკრედიტო მიმართულების ჯგუფის კოორდინაცია, ყოველდღიური ზედამხედველობა;
  • კომპანიის მიერ ახლადგახსნილ სერვისცენტრებში გრძელვადიანი მივლინება, საკრედიტო ჯგუფის ჩამოყალიბება, კოორდინაცია და ყოველდღიური ზედამხედველობა;
  • ჯგუფის უფროსის და დაკრედიტების ექსპერტების მუშაობის ხარისხის შემოწმება. მათი მუშაობის, კომპანიაში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და მიმართულებების მიცემა;
  • საკრედიტო პროტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმარება და კოორდინაცია;
  • ჯგუფის მიერ ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობის კოორდინაცია, სესხების დაფარვის მონიტორინგი;
  • საკრედიტო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი;
  • ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შუამდგომლობების წარდგენა;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
  • საფინანსო სექტორში, საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 

 

 

განაცხადის შემოტანის დედლაინია 2018 წლის 30 აპრილი 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV / რეზიუმე ფოტოსურათით ან LinkedIn – ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე vacancy@mbc.com.ge .

მსგავსი განცხადებები
Senior Investment Officers

Georgia Capital


11 აპრ - 25 აპრ

SME საკრედიტო ჯგუფის უფროსი

საქართველოს ბანკი


18 აპრ - 02 მაის

მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი/სტაჟირება/ქობულეთსა და ზუგდიდში

კრედო ბანკი


23 აპრ - 07 მაის

Atlassian Jira/Confluence/Hipchat ადმინისტრატორი

ლიბერთი ბანკი


20 აპრ - 04 მაის

Express მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ბათუმში

საქართველოს ბანკი


29 მარ - 27 აპრ

External and Internal Reporting Specialist

თიბისი ლიზინგი


18 აპრ - 17 მაის

Financial Analyst

იშბანკი საქართველო


16 აპრ - 25 აპრ