ზონის მენეჯერი/ტექნიკური

თარიღები: 10 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: recruitment@gwp.ge
სხვა:  პროექტის მართვა წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას  ზონის (ტექნიკური) მენეჯერის თანამდებობაზე. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საკურატორო ზონებზე მიღებული  და რეალიზებული  წყლის აღრიცხვა;
  • მაღალი რისკის ზონების იდენტიფიცირება  და რისკების მინიმიზაციისთვის სათანადო ღონისძიებების დაგეგვა; 
  • საავარიო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსაზღვრა, კოორდინირება და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ზრუნვა წყლის დანაკარგების შემცირებაზე; 
  • ახალი აბონენტების მოძიება და მათთვის წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების მოწყობის სამუშაოების დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • შემოსული განცხადებების/საჩივრების განხილვა, ანალიზი და სათანადო რეაგირება;
  • დარიცხვების და გადახდების მონიტორინგი და დროული გადახდების უზრუნველყოფა;
  • წყლის დატაცების ფაქტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
  • საქმიანობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური განხრით;
  • მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;
  • პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების კარგად ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • რამდენიმე საკითხზე პარალელური მუშაობის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge  არა უგვიანეს 2018  წლის  30 აპრილისა.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

მსგავსი განცხადებები
1C ბიზნეს გადაწყვეტილების პროექტების მენეჯერი

Rossoft


03 აპრ - 02 მაის

Manager Assistant

Fides Consulting


19 აპრ - 18 მაის

Measure Coordinator/Project Coordinator

დიპლომატ ჯორჯია


20 აპრ - 04 მაის

Технический директор (Ресторанно-Гостиничного комплекса)/Project Manager (Restaurant-Hotel)

Ginza Georgia


17 აპრ - 16 მაის

კვების უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

Company


26 აპრ - 10 მაის

პროექტების მენეჯერი

საქართველოს ბანკი


25 აპრ - 09 მაის

პროექტების მენეჯერი

ფრეგო


26 აპრ - 10 მაის