შეფ-მზარეული

სასტუმრო

თარიღები: 10 აპრ - 09 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: careerhotel001@gmail.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შეფ-მზარეული

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის თანამდებობაზე:

 

მოვალეობები:

  • მართავს საჭმლის მომზადების სივრცეებს, მათ შორის, საკონფერენციო დარბაზი, ნომერში მომსახურება, რესტორნები, კაფეტერია, ლაუნჯი   და სხვ.
  • ადგენს და მართავს საოპერაციო ბიუჯეტს;
  • ხელს უწყობს რესტორანსა და კეიტერინგის დეპარტამენტს წლიური გაყიდვების გენერირებასა და განვითარებაში;
  • პასუხისმგებელია სამზარეულოსა და საკუჭნაოზე;
  • უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლების ტრეინინგს და მეთვალყურეობას უწევს მათ  განვითარებას; უზრუნველყოფს, რომ ყველა პოზიცია დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით;
  • მონაწილეობს ყველა სახის მენიუს შედგენაში;
  • მონაწილეობს კვების ახალი პროდუქტების მოძიებასა და ტესტირებაში; იზიარებს კვების კონცეფციის ხედვას დამსაქმებლის ინიციატივებთან კავშირში;
  • წარმოადგენს სასტუმროს, როგორც კულინარიის ექსპერტი;
  • ურთიერთობს სტუმრებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კოლეგებთან;
  • ადგენს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკს ისე, რომ სამუშაოს დროის რომელიმე მონაკვეთი არ დარჩეს სამუშაო ძალის გარეშე;
  • არსებული მარაგებისა და მომდევნო დღეების გეგმის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პროდუქტების საჭირო რაოდენობის შენარჩუნებას;
  • უზრუნველყოფს, რომ დაცული და შესრულებული იქნეს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები;
  • შეიმუშავებს თანამშრომელთა კვების განრიგს და თანამშრომელთათვის გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს;
  • ყოველდღიურად ატარებს მინიმუმ 15 (თხუთმეტი) წუთიან შეხვედრებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლებთან;
  • აყალიბებს და ინარჩუნებს ეფექტურ ორგანიზაციულ სტრუქტურას;
  • თვალს ადევნებს სასტუმროს ყველა წესისა და პროცედურის შესრულებას;
  • ატარებს სამუშაო შეხვედრებს თანამშრომლებთან იმ ინტენსივობით, როგორც საჭიროდ მიიჩნევს;
  • უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლების მოტივაციისა და სამუშაო განწყობის მაღალ დონეს;  ამუშავებს და ნერგავს კარიერული ზრდის პროგრამებს და განსაზღვრავს კვალიფიციურ შემცვლელ პირებს;
  • უზრუნველყოფს, რომ კერძების მომზადებისას სრულად იყოს დაცული მოქმედი რეცეპტები; აგრეთვე, უზრუნველყოფს, რომ მოწოდებული საკვები პროდუქტები აკმაყოფილებდეს დამკვიდრებულ მოთხოვნებს;
  • მუდმივად ზრუნავს საკუთარი თავის განვითარებაზე; აქტიურად ითვისებს სხვა დეპარტამენტების საოპერაციო პროცეუდრებს და ხელს უწყობს მათ გეგმების შესრულებაში;

 

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

  • პროფესიული გამოცდილება: სასურველია, საერთაშორისო/ადგილობრივ ბრენდულ სასტუმროში, შეფ მზარეულის ან შეფ მზარეულის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია საერთაშორისო სასტუმროს ან სარესტორნო ბიზნესში, სამზარეულოს მართვის კუთხით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • კრეატიული აზროვნების, როგორც კერძის შექმნის, ასევე მისი პრეზენტაციის (გაფორმების) კუთხით და სამზარეულოს მართვის უნარის ქონა;
  • ქართული და ევროპული სამზარეულოს საფუძვლიანი ცოდნა; ახალი კერძების შექმნის გამოცდილება;
  • ქართული(მშობლიური), ინგლისური (ძალიან კარგად) და რუსული (ძალიან კარგად) ენების ცოდნა;
  • კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • მოტივირებული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული, კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარების მქონე;
  • გუნდური მუშაობის უნარის ქონა;
  • ასაკი: სასურველია 30 წელს ზევით;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე, ელ- ფოსტაზე: careerhotel001@gmail.com . სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში  თქვენი რეზიუმე არ  განიხილება.

მსგავსი განცხადებები
Executive Chef in Borjomi-შეფ-მზარეული ბორჯომში

სასტუმრო ბორჯომი ლიკანი


03 აპრ - 01 მაის

დემი შეფი ბათუმში

გრანდ გლორია


16 აპრ - 15 მაის

ევროპული კერძების მზარეული

Lansky Lounge


30 მარ - 28 აპრ

მზარეული

ლუდის რესტორანი ვაჟა ფშაველაზე


04 აპრ - 03 მაის

მზარეული

Lui Coffee


18 აპრ - 30 აპრ

მზარეული ბათუმში

სამორინე ეკლიფსი


19 აპრ - 18 მაის

მზარეული/სუ-შეფი

იტალიური რესტორანი  Bontempie


19 აპრ - 18 მაის