მისტიური მომხმარებელი თბილისსა და რეგიონებში

კომპანია

თარიღები: 10 აპრ - 09 მაის
მდებარეობა: თბილისი თელავი ყვარელი ახალციხე ქუთაისი ზუგდიდი ბათუმი ფოთი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: msho.georgia@gmail.com
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  მისტიური მომხმარებელი

კომპანია ახორციელებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მომსახურების ხარისხის შემოწმებას, რაც გულისხმობს ობიექტზე ვიზიტს, საკონტროლო შესყიდვის განხორციელებას და ვიზიტის შედეგების შესაბამის ანკეტაში შეტანას.

ამჟამად მიმდინარეობს ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურების შემოწმება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში.

ვაკანსია ცხადდება თბილისში, თელავში, ყვარელში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში.

სათანამშრომლოდ ვიწვევთ პირებს საკუთარი ავტომობილით და მართვის გამოცდილებთ. შესამოწმებელი ობიექტების სპეციფიკიდან გამომდინარე სასურველია ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები.

ასაკს, სქესს, განათლებას და სამუშაო გამოცდილებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა არა აქვს.

სამუშაო არ გულისხმობს ყოველდღიურ დატვირთვას და მისი მოქნილი გრაფიკი იძლევა სხვა საქმიანობასთან შეთავსების საშუალებას.

გარდა ჰონორარისა, კომპანია სრულად აანაზღაურებს ობიექტებზე ვიზიტის და საკონტროლო შესყიდვების ხარჯებს.

 

მოთხოვნები:

  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • გამართული საკუთარი ავტომობილი (სასურველია ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები);
  • მართვის მოწმობა (ბ კატეგორია);
  • კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის ელემენტარული ცოდნა;
  • ორგანიზებულობა;
  • ყურადღების კონცენტრაცია დეტალებზე.

 

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ შეავსოთ თანდართული ანკეტა (განაცხადის ფორმა) და ელექტრონული სახით გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  msho.georgia@gmail.com

აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ავტომობილის მოდელი და საწვავის ტიპი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი