პრობლემური ვალების იურისტი

თარიღები: 10 აპრ - 09 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: HR@globalbeergeorgia.com
საბანკო:  პრობლემური სესხების ოფიცერი საბანკო(ზოგადი) იურიდიული:  იურისტი

გლობალ ბიერ ჯორჯია  აცხადებს ვაკანსიას პრობლემური ვალების იურისტის  პოზიციაზე თბილისში.

Global Beer Georgia ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა და აქტიურად ოპერირებს 2017 წლიდან. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG,როგორც ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • კომპანიის მონიტორინგის სამსახურისთვის დახმარების გაწევა პრობლემური დავალიანებების ამოღების პროცესში;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სააღსრულებო პროცესის კონტროლი.
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების პროექტების, კორესპონდენციების მომზადება და ექსპერტიზა;
  • ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა შიდა დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება.

 

მოთხოვნები:

 

  • აუცილებელია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატის  სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დავების წარმოების კუთხით, სასურველია დამოუკიდებელი საადვოკატო პრაქტიკა;
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი სპეციალობით;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც გარდა დავების წარმოებისა, ასევე აქვთ სამეწარმეო/კორპორატიული სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

 

პიროვნული თვისებები:

 

  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის  და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა.
  • მოტივირებულობა

 

ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების გათვალისწინებით;

            

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com   გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.