აუდიტორი

თარიღები: 10 აპრ - 20 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: vacancy@aversi.ge
ტელეფონი: +995 322 506 506
ბუღალტერია/ფინანსები:  აუდიტი

შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათ გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება;
  • რისკებთან მიმართებაში კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშვება;
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე;
  • საქართველოს კანონმდებლობის, კომპანიის შიდა დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით. ACCA–ს პირველი დონის სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
  • შიდა ან გარე აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, ან ბუღალტერიის/ფინანსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • აუცილებელი მოთხოვნაა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული  პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა, სასურველია საბუღალტრო პროგრამის ORIS ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული  ენების ფლობა;
  • კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე

 

  • ფოტოსურათი 3X4 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;  
  • სარეკომენდაციო წერილები

 

მისამართზე:


მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: +995 322 506 506 (შიდა ნომერი 1575);


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  20 აპრილი, 2018 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მსგავსი განცხადებები
Accountant / Internal Auditor

Mercure Tbilisi Old Town


12 აპრ - 11 მაის

Audit Department Assistant

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია GEWORD


10 აპრ - 09 მაის

International Store Auditor

LC Waikiki


13 აპრ - 27 აპრ

IT აუდიტორი

საქართველოს ბანკი


11 აპრ - 25 აპრ

Night  Auditor In Batumi

სასტუმრო ლეოგრანდი


26 მარ - 24 აპრ

Senior Auditor

კრესტონ პაპიაშვილი კონსალტინგი


16 აპრ - 05 მაის

ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტორის თანაშემწის პოზიციაზე

ფინანსური ოფისი


11 აპრ - 25 აპრ